, ,

აი რატომ არ უნდა მოუყვეთ სხვებს თქვენი გეგმების შესახებ

“თუ გინდა ღმერთი გააცინო – მოუყევი მას შენს გეგმებზე” — გვამცნობს გამონათქვამი. მართლაც, ხშირად სიზუსტით მოფიქრებული პერსპექტივები ჩაიშლება გაუთვალისწინებელი გარემოებებით, ან ადამიანი თვითონ ამბობს უარს წინასწარ დაგეგმილზე. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ამ ფენომენმა მიიპყრო მრავალრიცხოვანი მკვლევარების ყურადღება.

ბუნებრივია, როდესაც გეგმავ რაიმეს (მანქანის ან სახლის ყიდვას, საზღვარგარეთ შვებულების გატარებას, დაქორწინებას, ბიზნესის დაწყებას), ამცნობ ამის შესახებ უახლოეს მეგობრებს და ნაცნობებს, რომ მათაც გაიზიარონ თქვენი სიხარული. თუმცა. 1933 წელს უცხოელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რაც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს გავანდობთ ჩვენს გეგმებს, მით ნაკლები შანსია მისი ცხოვრებაში განხორციელების.

რა შეიძლება იყოს ამ ცნების გასაღები? როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს გეგმებზე წინასწარ, ქვეცნობიერში ეს მომხდარ ფაქტად ილექება, და რადგან მიზანი ქვეცნობიერად მიღწეულია, ბუნებრივია, ადამიანს მოტივაცია უნელდება. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი პიტერ გოლუიტცერი შეეხო ამ თემას ჯერ კიდევ 1982 წელს თავის წიგნში «სიმბოლური თვითშევსება” . არც ისე დიდი ხნის წინ მან ჩაატარა მთელი რიგი გამოკვლევები, რომელშიც 63 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ უზიარებდნენ გარშემომყოფებს თავიანთ გეგმებს, ასრულებდნენ მათ მეტი ალბათობით, ვიდრე ისინი, ვინც საჯაროდ აცხადებდნენ გეგმების შესახებ და ღებულობდნენ გარშემომყოფთა მხარდაჭერას და თანხმობას.

პროფესორი გოლუიტცერი მიიჩნევს, რომ გეგმების შესახებ წინასწარ მოყოლა გვაძლევს მისი “შესრულების ნაადრევ განცდას”. ჩვენს ტვინში არის ე.გ.წ. იდენტობის სიმბოლოები, რომლებიც გვეხმარებიან შეგვიქმნან წარმოდგენა მათზევე. იმისათვის, რომ ეს სიმბოლო აღმოცენდეს, საკმარისია, არა მარტო მოქმედება, არამედ მათზე საუბარიც კი. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ მოყევით დისერტაციის სამომავლო დაცვის შესახებ და წარმოიდგინეთ თავი მეცნიერებათა კანდიდატად ან დოქტორად. ტვინი დაკმაყოფილდა ამ ჩანაფიქრის წარმოდგენის თამაშით, თქვენ გაგიქრათ მიზნის მისაღწევად რაიმეს კეთების სტიმული _ ჩააბაროთ ასპირანტურაში, მოიძიოთ სამეცნიერო ხელმძღვანელი, იჯდეთ ბიბლიოთეკაში, შეაგროვოთ მასალები და ასე შემდეგ.

კომენტარები: