,

აი, რატომ უნდა დატოვოთ მონეტა მაცივარში, სანამ სახლიდან გახვალთ

თუ ფიქრობთ დასასვენებლად წასვლას და საკვების მაცივარში დატოვებას, ეს ის სტატიაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ მარტივ მეთოდს, რომელიც გასწავლით, დაადგინოთ, უსაფრთხოა თუ არა იმ საჭმლის მიღება, რომელიც მაცივარში დატოვეთ.

ზოგჯერ, როცა სახლიდან გასულები ვართ, ელექტროენერგია ითიშება და ამის შესახებ ვერასდროს ვგებულობთ. არადა, ამას შეუძლია გაალღვოს და გააფუჭოს მაცივარში შენახული საკვები.

7531860-one_cup_tip_1-1478362137-650-90344a44ce-1478806839

იმისთვის, რომ გაიგოთ საყინულეში დატოვებული საჭმელი ისევ ისეთი გაყინულია თუ არა, გამოიყენეთ ეს მარტივი მეთოდი, სანამ სახლს დატოვებთ: აავსეთ ჭიქა წყლით და ჩადეთ მაცივარში. როცა ის გაიყინება, ზემოთ დაადეთ მონეტა და დააბრუნეთ საყინულეში.

სახლში დაბრუნების შემდეგ, თუ ნახავთ, რომ მონეტა ჭიქის ფსკერზეა, სასწრაფოდ გადაყარეთ ყველა საკვები პროდუქტი.  ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგია გამორთული იყო საკმარისი დროით, რომ საკვები გამდნარიყო და შემდეგ ისევ გაყინულიყო. თუ მონეტა ისევ ყინულის ზემოთ დაგხვდებათ, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგია არ გამორთულა და თქვენი საკვები კარგად შეინახა. თუ მონეტა შუაში იქნება, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგია მცირე დროით გამოირთო და თქვენი საკვები პროდუქტებიდან უმეტესობა ისევ ვარგისი იქნება.

თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, რომ საჭმელი უსაფრთხოა, აუცილებლად გადაყარეთ ის. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის და იქნება – თქვენი ჯანმრთელობა.

კომენტარები: