მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

12 აკრძალვა და შეზღუდვა რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში შეხვდებით

 

წარმოგიდგენთ შეზღუდვებსა და აკრძალვებს რომლებსაც ჩრდილოეთ კორეაში შეხვდებით.

 

  1. არ შეიძლება ლურჯი ჯინსების ტარება

თუ თქვენთ გადაწყვეტთ ჯინსების შეძენას, ამას არავინ დაგიშლით, თუმცა ნაჭერი უნდა იყოს მხოლოდ შავი ფერის, რადგან ლურჯი ჯინსები იქ აკრძალულია! ითვლება რომ მსოფლიოში პოპულარული შარვალი ასახავს მსოფლიო იმპერიალიზმს. მართალია ტურისტებს შეუძლიათ ცისფერი ფერის ჯინსებით გადაადგილება, თუმცა კიმ ირ სენუსა და კიმ ჩენ ირის ძეგლების მონახულებისას აუცილებლად მოგიწევთ გამოცვლა.

 

  1. არ არის ინტერნეტის და Wifi -ის გამოყენების შესაძლებლობა

ჩრდილოეთ კორეაში ვხვდებით კომპიუტერებს და ინტერნეტს. უფრო სწორად ინტრანეტს – შიდა კომპიუტერულ ქსელს, სახელწოდებით „კვანმიონი“, სადაც სხვადასხვა შეფასებით 1 000-დან 5 500-მდე საიტია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა სხვა ქვეყნის საიტებთან წვდომა შეუძლებელია თუ მაღალჩინოსანი არ ხართ. სხვათაშორის, ადგილობრივი ოპერაციული პროგრამა „წითელი ვარსკვლავი“ ბოლო ვერსიით მოგვაგონებს – MacOS X. ამბობენ ეს კიმ ჩენ ინის „Apple”-ისადმი სიყვარულის დამსახურებაა.

რაც შეეხება wifi-ის, ის ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს. მობილური მოწყობილობები, რომელიც აღჭურვილია „კვანმიონში“ შესვლის ფუნქციით, უბრალო მოქალაქეებს არ აქვთ. პლანშეტებს რომლებსაც ჩინეთი უმზადებს, გამოუყენებლობის გამო, წაშლილი აქვთ Wi-Fi და Bluetooth-ის მოდულები.

 

  1. ადგილობრივი ვალუტა მიუწვდომელია უცხოელთათვის

ტურისტებს, რომლებიც მოგზაურობენ ჩრდილოეთ კორეაში, ეკრძალებათ ადგილობრივი ვალუტის გამოყენება. მაღაზიებში, რომლებიც განკუთვნილია ტურისტებისთვის, მოხმარებაშია მხოლოდ ევრო, იონები, სამხრეთკორეული ვონებით და როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს – ამერიკული დოლარები. მაღაზიებში სადაც ადგილობრივები დადიან ტურისტებისთვის შეუძლებელია რაიმეს შესყიდვა, მეტიც, მათ აკრძალულიც კი აქვთ მაღაზიის ბარიერის გადალახვა.

 

  1. ჩრდილოეთ კორეაში უძრავი ქონება არ იყიდება

ჩრდილოეთ კორეაში საცხოვრებელი ბინები არ იყიდება, (ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად) მას სახელმწიფო ანაწილებს. შეუძლებელია სოფლიდან ფხენიანში საცხოვრებლად გადასვლაც — ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შავ ბაზარზე, რომელმაც მოიცვა უკვე მთლიანად ქვეყნის ყველა სასიცოცხლო სფერო, შესაძლებელია საცხოვრებელი ბინის $ 70–90 ათასად შეძენა. აქვე აღსანიშნავია, რომ უბრალო კორეელის ოფიციალური ხელფასი, როგორ ლტოლვილები ირწმუნებიან, თვეში $4-ს შეადგენს.

 

  1. მანქანის ყიდვა თითქმის შეუძლებელია

ავტომობილის მფლობელი — ჩრდ. კორეის სტანდარტებით ან ძალზედ მდიდარი ან საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა. ოთხბორბლიანი მანქანის ღირებულება, რომელიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუფუნებაა, დაახლოებით $40 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. მეტიც, ჩრდ. კორეაში ველოსიპედიც კი ძნელად ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ფხენიანის გარეთ მდებარე ქალაქებს/სოფლებს. ყველა ველოსიპედს კი საკუთარი სანომრე ნიშნები აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც ავტომობილებს.

 

  1. რამოდენიმე წლის წინანდელი გაზეთის აღება ბიბლიოთეკიდან აკრძალულია

შეუძლებელია ბიბლიოთეკაში მიაკვლიოთ გაზეთს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. საქმე ისაა, რომ კორეის მშრომელთა პარტიამ შესაძლოა თავინთი კურსი შეიცვალოს, რისი ცოდნაც საერთოდ არ გახლავთ საჭირო მოსახლეობისთვის. უცხოურ პრესაზე ლაპარაკი ალბათ გასაგები მიზეზების გამო არც ღირს…. ყოველდღიური გაზეთების წაკითხვა კი შესაძლებელია ქუჩაში მდებარე სპეციალურ გაჩერებებზე ან მეტროში.

 

  1. შეუძლებელია რელიგიური ლიტერატურის ყიდვა

ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე რელიგია აკრძალული არ არის. მეტიც, ფხენიანში ქრისტიანული ეკლესიებიც კი არის, თუმცა რაღა თქმა უნდა სახელმწიფო დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მეორეს მხრივ შესაძლოა ითქვას, რომ ქრისტიანობა ითვლება „რელიგია“ – ჩუჩხეს კონკურენტად, ამიტომაც რბილად რომ ვთქვათ – დიდად არ მიესალმებიან ქრისტიანობას. ქვეყანაში მოიძებნება ბუდისტური ტაძრებიც, რომლებიც ძირითადად ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით განიხილება.

 

  1. აკრძალულია ადგილობრივი სიმ-ბარათით დარეკვა საზღვარგარეთ

შესაძლოა ითქვას, რომ ჩრდილოეთ კორეაში ტელეფონების გამოყენება იშვიათი აღარ არის. მიუხედავად პირადი მობილური კავშირისა, სხვა ქვეყანაში დარეკვა ადგილობრივი სიმ-ბარათით შეუძლებელია! ადგილობრივებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ შიდა ქსელში.

 

  1. ცხელი შხაპის მიღება სახლის პირობებში არ გამოგივათ

პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეაში ოჯახებს, არც საცხოვრებელ ბინებში და არც საკუთარ სახლებში, ცხელი წყალი არ აქვთ! თბილი შხაპის მისაღებად ისინი ქალაქში განთავსებულ ეგრეთწოდებულ აბანოებში დადიან, რომელიც საკმაოდ ბევრგან შეგხვდებათ. ამის გარდა, უბრალოდ არ გამოგივათ ცენტრალურ გამათბობელზე ხელების გათბობა, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ის ფიზიკურად არ არსებობს. ფხენიანშიც კი, გათბობის საშუალებად ძველებურ შეშაზე „მომუშავე“ ღუმელებს იყენებენ.

 

  1. მაღაზიაში კოკა-კოლის გაყიდვა აკრძალულია

მსოფლიოში 2015 წლამდე არსებობდა მხოლოდ ორი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად მოქმედებდა ამ გაზიანი სასმლის გაყიდვის აკრძალვა, ეს ქვეყნები გახლდათ: კუბა და ჩრდილოეთ კორეა. მას შემდეგ რაც თავისუფლების კუნძულზე დაუშვეს სასმლის გაყიდვა, ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა სადაც, იდეოლოგიური მიზეზების გამო, მაღაზიის დახლებზე  ვერ ნახავთ კოკა-კოლას.

 

  1. უცხოელებისთვის აკრძალულია ფოტოების გადაღება და ადგილობრივებთან საუბარი

შესაძლოა ადგილობრივებს დახვრეტა ან დაჭერა არ ემუქრებოდეთ, მაგრამ ჩრდ. კორეულ სპეცსამსახურებთან სერიოზული საუბრის გავლა მაინც მოუწევთ მსგავსი ქმედების ჩადენის შემდეგ. თუ თქვენ თავად ეცდებით ადგილობრივებისთვის ფოტოს გადაღებას ან უბრალოდ გამოლაპარაკებას, დიდი ალბათობით ის თქვენგან უბრალოდ გაიქცევა.

  12. თითქმის შეუძლებელია ქალთა საფენის და პრეზერვატივის შეძენა

ეს შესაძლოა რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბევრმა ჩრდილო კორეელმა სრულებითაც არ იცის პრეზერვატივის არსებობის შესახებ. რამდენიმე ათეული წლის წინ ისინი შავ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ზემოაღნიშნული მიზეზის გამო დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა და დღეს მისი შოვნა ფაქტიურად შეუძლებელია  — მოთხოვნის არარსებობის გამო.

ამის გარდა, ისეთი ინტიმური ნივთი, როგორიცაა ქალის ტამპონი, რომელიც უპრობლემოთ შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში იყიდოთ, არ მოიპოვება ჩრდ. კორეაში. როგორც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ქალები იქ იძულებულნი არიან ისარგებლონ უბრალო ბამბით – რომელიც ერთჯერადიც კი არ არის.

 

What do you think?

2 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 4

Upvotes: 3

Upvotes percentage: 75.000000%

Downvotes: 1

Downvotes percentage: 25.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

რატომ არ გასცემენ თვითმფრინავებში პარაშუტებს ავიაკატასტროფის დროს

რა უნდა გავაკეთოთ 20 წლამდე, იმისთვის რომ ვიცხოვროთ ყველაზე კარგად 30-ის შემდეგ