, ,

ამ 100 წლის ქალმა მოხსნა მსოფლიო რეკორდი

ამ ქალს იდა კილინგი ჰქვია, მას სულ ცოტა ხნის წინ 101 წელი შეუსრულდა და ის პლანეტის ყველაზე სწრაფი ბებიაა. უფრო სწორად, დიდი ბებია.

იდამ დაამტკიცა, რომ არ არის აუცილებელი რაღაცით ბავშვობიდან იყო დაკავებული, რათა მიაღწიო წარმატებას. Facts.ge გაოცებულია მისი შესაძლებლობებით და თქვენც უკეთ გაგაცნობთ მას.

1

2016 წლის აპრილში მან 100მეტრიანი მანძილი 1 წუთსა და 17 წამში გაირბინა. ეს არც ისე რთული ჩანს, თუმცა მისი ასაკობრივი კატეგორიისთვის ეს მსოფლიო რეკორდია. ის ფინიშთან ყველაზე ბოლო მივიდა, იმიტომ რომ თავისზე 20 წლით უმცროს მონაწილეებთან ერთად დარბოდა.

2

ამას გარდა, 2011-შიც დაამყარა იდამ რეკორდი, როცა 95-99 წლის კატეგორიაში 60 მეტრი 29,86 წამში გაირბინა.

მან სირბილი 67 წლისამ დაიწყო შვილების დაკარგვის ტკივილის შესამსუბუქებლად. შთაგონების წყარო მისი შვილი, შელი იყო: როცა ნახა, თუ როგორ დეპრესიაში იყო დედა, უყიდა სარბენი ფეხსაცმელები. იმის შემდეგ შელი იდას მწვრთნელია.

3

მიუხედავად ასაკისა და მინიატურული ზომებისა ( სიმაღლე- 135 სმ, წონა-38 კგ) იდა ტრენაჟორების დარბაზში დადის, გატაცებულია იოგით და დადის ველოსიპედით.

ის ამბობს, რომ ცხოვრების აქტიური წესის დახმარებით თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ვიდრე ახალგაზრდობაში გრძნობდა. ის ყველას ურჩევს, დაკავდეს სპორტით. იდას აზრით, ვარჯიშის დაწყება არასდროსაა გვიანი.

4

ესეც იდას სირბილის ვიდეო. ამის შემდეგ, როცა თავში მოგივათ აზრი “უკვე ბებერი ვარ ახალი წამოწყებებისთვის”, გაიხსენეთ იდა.

კომენტარები: