,

ამ ჰაეროვან ტორტს გამოცხობა არ სჭირდება

preview-650x341-98-1464352429

ზოგჯერ, გინდება ტკბილი რამ, რასაც ბევრი დრო არ სჭირდება გასაკეთებლად. ამ დროს დაგეხმარებათ მარტივი რეცეპტები, რომელთა მიხედვითაც გაკეთებაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგეხარჯებათ.

Facts.ge გაჩვენებთ უგემრიელესი ტორტის რეცეპტს, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება გამოცხობა.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ხაჭო (უკეთესია 9%)
  • 500 გრამი ორცხობილა
  • 50 გრამი თაფლი
  • 100 გრამი კარაქი
  • 50 მლ ნაღები 33%
  • 250 გრამი თეთრი შოკოლადი
  • კენკრა / კენკრის სოუსი

მომზადების წესი:

  • დაფშხვენით ორცხობილა, მასში დაამატეთ კარაქი, თაფლი და მოურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში და შედეთ მაცივარში.
  • ხაჭო ათქვიფეთ ელასტიურობამდე. შოკოლადი დაადნეთ ნაღებთან ერთად, შემდეგ ოდნავ აცადეთ გაგრილება. ნელ-ნელა დაამატეთ ხაჭოში და  ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოიღეთ მაცვრიდან გამოღებული ორცხობილის ფორმაზე, გადაკარით და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.
  • გადმოიღეთ ფორმიდან და მორთეთ კენკრით.

კომენტარები: