,

არაჟნის ჰაეროვანი ნამცხვარი

უმრავლესობას მრავალფენიანი და ჰაეროვანი ტორტები უყვარს, თუმცა, ცოტა თუ ხარჯავს დროსა და ენერგიას ასეთი დესერტის გასაკეთებლად.

Facts.ge მზადაა გაგიზიაროთ ძალიან მარტივი რეცეპტი, რომლელსაც ნებისმიერი დიასახლისი გაუმკლავდება.

თქვენ დაგჭირდებათ:

ცომისთვის

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი

კრემისთვის:

  • 0.7 ლიტრი ნაღები ან არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილინი
  • შოკოლადის ფილა

მომზადების წესი:

  1. შაქარი შევურიოთ კარაქს, დავუმატოთ არაჟანი, ძმრით გაჯერებული სოდა, ფქვილი. ფქვილი დაამატეთ თანდათანობით.
  2. ცომი 6 ფირფიტად დავყოთ.
  3. გავაცხელოთ ღუმელი 180°C გრადუსზე და გამოვაცხოთ ფირფიტები ოქროსფერ შეფერილობამდე.
  4. თითოეულის გამოცხობას 6-7 წუთი დასჭირდება.
  5. ავთქვიფოთ არაჟანი, შაქარი და ვანილინი. წავუსვათ ფირფიტებს. ყოველ ფენას დავაყაროთ გახეხილი შოკოლადი. ვაცადოთ ცოტა ხანი გაჯერდებამდე. უკვე მზა ტორტი შეგიძლიათ მორთოთ კენკრით.

კომენტარები: