,

20 საუკეთესო Youtube არხი სილამაზისთვის

მაკიაჟის იდეალურად გაკეთება- რაზეა საუბარი. საკუთარი კანის ტიპის განსაზღვრა- ასევე მარტივია. თმის სწორად მოვლა- ესეც შესაძლებელია: ყველა რჩევა, ინსტრუქცია და რეცეპტი ერთ სატზე. საუკეთესო Youtube არხები სილამაზისთვის Facts.ge-სგან.

თმის მოვლა

  • Bebexo.  გოგონა გაჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ თმის ერთი ვარცხნილობის სტილი გამოიყენოთ სხვებისთვისაც.
  • Cute Girls Hairstyles. მინდი მაკნაიტი გასწავლით არაჩვეულებრივ ვარცხნლობებს, რომლებითაც შეგიძლიათ გაახაროთ პატარა გოგონები ან დაქალები.
  • Luxy Hair. მიმი მოგხიბლავთ ხარისხიანი და ადვილად გასაგები ნამუშევრებით. მისი ინსტრუქციით თქვენ მალევე ჩაწვდებით პრიცესის არსს.
  • Lilith Moon. ლილი ქმნის უჩვეულო ვარცხნილობებს პრაქტიკულად ნებისმიერი სიგრძის თმისთვის.
  • Kayley Melissa.  კეილი- ახალგაზრდა სპეციალისტი ვარცხნილობების მოდელირებაში.  მისი ნამუშევრები შთაგაგონებენ და ძალიან დაგეხმარებიან.

მაკიაჟი

  • Pixiwoo.. სამანტამ და ნიკოლამ ხალხის სიყვარული მოიპოვეს დიდი რაოდენობით მატერიალით მაკიაჟისთვის და წითელი ხალიჩის ვარსკვლავების განსახიერებისთვის.
  • Lisa Eldridge. ლიზა პროფესიონალი და უმაღლესი დონის ვიზაჟისტია მსოფლიო მასშტაბით. ის მუდამ უზიარებს გოგონებს საიდუმლოებებსა და კოსმეტიკური ინდუსტრიის სიახლეებს.
  • Fleur DeForce.  ფლერი გიზიარებთ ლამაზი მაკიაჟის რეცეპტებსა და რჩევებს. მისი მოსმენა კი ისეთივე სასიამოვნოა, როგორც სკოლის წლების დაქალის.
  • Соня Есьман.  სონია გიზიარებთ მოდელური მაკიაჟის საიდუმლოებებს, განიხილავს მაკიაჟს გადაღებებიდან და ამასთან, გჩუქნით პოზიტივს.
  • Elena Krygina. ლენა იწერს გაკვეთილებს შთაგონების მიხედვით. ამიტომ მის არხზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეორგოლები თვალებსა ან ტუჩებზე, ანდა მთლიან სახეზე ერთად.

ტანისა და სახის მოვლა

  • Popsugar Beauty.  მხიარული რჩევების გარდა კიბრის არხზე აქვს სხვა ბლოგერების სიაც, რომლებიც სიხარულით გიზიარებენ საკუთარ საიდუმლოებებს.
  • Faberinfo. სხვადასხვა პროფესიონალური პროცედურის განხილვის გარდა, ოქსანა მიმოიხილავს ზოგ პროდუქტს და გეხმარებათ უბრალო რეკომენდაციებით, რომლებსაც სახლში გააკეთებთ.
  • Косметолога.нет.  ოლგა ფემის არხი სახლის კოსმეტოლოგიაზეა და არა მარტო: კოსმეტიკა სიბერის წინააღმდეგ, სიახლეების განხილვა და სხვა.
  • Ela Gale.  ელა იძლევა თავის მოვლის რჩვებს ნატურალურ ინგრედიენტებსა და ზეთებზე დაყრდნობით, თანაც დაწვრილებით გიხსნით პროცედურის არსს. ზოგ კოსმეტიკურ საშუალებას თვითონ ქმნის.
  • Home Remedies for You.  ეს არის არხი, სადაც თავმოყრილია ყველაზე სასარგებლო რჩევები და ინსტრუქციები კანის, თმისა და სახის მოვლაზე.

მანიკური და პედიკური

  • Masha Create.  მაშამ გაანაწილა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები ცალკე ვიდეორგოლებში, ასე რომ საჭირო ინსტრუქციას ადვილად მიაგნებთ.
  • Alina Bykova. ალინა იღებს სხვადასხვა სირთულის ვიდეოებს, ამიტომ მისი არხი დააინტერესებს არა მხოლოდ დამწყებს, არამედ პროფესიონალსაც.
  • Art Simple Nail.  ნასტია არა მხოლოდ განახებთ როგორ დაიტანოთ ესა თუ ის ნახატი, ამასთან გთავაზობთ მისი შესრულების სხვადასხვა ვარიანტს.
  • Grand nail.  ირინა ხშირად აზიარებს სხვადასხვა რჩევას, ამავდროულად გთავაზობთ აუცილებელ ინსტრუმენტებს სახლისა და პროფესიული გამოყენებისთვის.
  • Наталья Голох.  უნიკალური დიზაინერული ნამუშევრების გარდა ნატალია წარმოგიდგენთ თეორიას ფრჩხილებზე მუშაობის შესახებ, ასევე აუცილებელი ინსტრუმენტების ნაკრებს და რჩევებს, თუ როგორ მოიქცეთ რთულ სიტუაციებში.

კომენტარები: