, , ,

ასეთი იქნება თქვენი სამზარეულო 10 წლის შემდეგ

საჭმლის მომზადება რა თქმა უნდა შესაძლებელია გარეთ სადმე კოცონზეც კი, მაგრამ უკეთესია, თუ კომფორტული სამზარეულო გაქვს.

აი ასეთი იქნება 2025 წლის სამზარეულო

თუ მაგიდაზე განათავსებ რაიმე სახის პროდუქტს, უმალვე შენს თვალწინ დაწერილი იქნება რამდენიმე სახის მარტივი რეცეპტი.

ეს რეცეპტი გამოჩნდება კედელზე განთავსებულ ეკრანზე.

მაგიდაზე შესაძლებელი იქნება როგორც პროდუქტების დაჭრა, აგრეთვე იქვე მომზადება. მაგიდის ქვეშ განთავსებულია მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.

რაც ყველაზე სასიხარულოა, ყოველ წუთს არ მოგიწევთ მაცივრის კარის გაღება და დახურვა. თაროებზე დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, რომელიც არეგულირებს ტემპერატურას, ინახავს პროდუქტებს განცალკევებულ კონტეინერებში.

თითოეული პროდუქტისთვის ყველა კონტეინერს საკუთარი შესანახი ტემპერატურია ექნება მინიჭებული.

მაგალითად ეს თევზის ნაჭერი ინახება +2°C, გრადუსი რომელიც მითითებულია კონტეინერის სახურავზე.

 

მართვის პანელი განთავსებული იქნება განცალკევებულად, ნიჟარის გვერდით, სადაც ინახება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და აგრეთვე მოწყობილია ნაგვის უტილიზაციის სისტემა.

თითოეული სახის ნაგვისთის გამოყოფილი იქნება სპეციალური უჯრა, სადაც დაიპრესება, გადამუშავდება და მარკირდება ისინი. ეს ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემის დაძლევას.

 

კომენტარები: