in

მომწონს

ატმოსფერული სურათები, რომლებიც გაჟღენთილია წარსულის გამოძახილითა და მომავლის იმედით

01

აგნეშკა პილატის (Agnieszka Pilat) ნამუშევრები წარმოადგენს დროის ხაფანგს, სადაც ინახება ჩვენი განვლილი დღეები. მისი ნახატების თვალიერებისას, რომლებიც ნოსტალგითაა გაჟღენთილი, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნამუშევრები ხელშესახებია, თითქოს მარტივია ამ მათ მელანქოლიასთან შერწყმა.

02

03

04

“სწორია, როცა ამბობენ, რომ დრო შეუფასებელია. ზოგჯერ, ჩვენ ვივიწყებთ ყველაფერს ქვეყნად და ისე ვცხოვრობთ დღიდან დღემდე, რომ არ ვუღრმავდებით გარშემო არაფერს. მხოლოდ რამდენიმე დღის, კვირის, თვს, წლის შემდეგ ვაანალიზებთ, რომ წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ. სწორედ ამიტომ, მე ვცდლობ არა მხოლოდ დავიჭირო მომენტი, არამედ გამოვსახო კიდევაც. ნახატების საღებავებით შექმნისას თითქოს მათში ვამწყვდევ დროს. ამიტომ, ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილი ჰგავს ვიზუალურ ჟურნალს. იმედი მაქვს, სიუჟეტები, რომლებიც ჩემს წარმოსახვაში დაიბადნენ, დაეხმარება მნახველს არა მხოლოდ წარსულის მოგონებების გახსენებაში, არამედ მათ ბოლომდე განცდაშიც. ასეა თუ ისე, ყველა ჩვენგანი ოდესღაც შეუპყრია ნოსტალგიას”- ამბობს აგნეშკა.

05

06

07

08

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნახატების უმრავლესობა მუქ ფერებშია შესრულებული, ეს არ ხდის მათ მოსაწყენ ნამუშევრებად. ისინი შეიძლება სევდიანი ნახატებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის პესიმისტური და დეპრესიული. ამ ფერებით მე გადმოვცემ არა მხოლოდ ჩემს განწყობას, არამედ დიდი ხნის დაგროვილ განცდებს და ემოციებს. ნოსტალგიურ მოტივებთან ერთად, ჩემს ნახატებში დაინახავთ მომავლის იმედს, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს”- ამბობს პილატი.

09

010

011

012

013

014

015

016

017

018

019

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

10 მომაკვდინებელი არომატი კოღოების წინააღმდეგ

10 ინტერაქტიული საიტი, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ ყველაფერი