,

ბედნიერი წყვილების 4 პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩვევა

როგორც ლევ ტოლსტოი ამბობდა, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია. მართლაც, ძლიერ წყვილებს აქვთ რაღაც საერთო, რაც ეხმარებათ მათ გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ ურთიერთობები წლების მანძილზე.

ქვემოთ მოყვანილი რჩევები სწორედ იმ ადამიანებისგანაა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ სიხარულში და ჰარმონიაში.

1. არასდროს წახვიდეთ სახლიდან დამშვიდობების გარეშე

ერთი შეხედვით, ეს წვრილმანია, მაგრამ აკოცო და უთხრა “ნახვამდის!” საყვარელ ადამიანს, მაშინაც კი თუ აგვიანებთ, — ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დამშვიდობება უნდა იქცეს რაღაც ტრადიციად, რომელიც გამოავლენს თქვენს მზრუნველობას და მთელი დღის განმავლობაში შეუქმნის განწყობას თქვენთვის ახლობელ ადამიანს.

2. ყოველდღიურად ისაუბრეთ პირისპირ

ეს აუცილებელია. ჰკითხეთ მას, როგორ ჩაიარა დღემ, მოუყევით თქვენი დღის შესახებ. შეეცადეთ გახდეთ იმ მომენტების ნაწილი, რომლებშიც ვერ მიიღეთ მონაწილეობა. ზოგჯერ წყვილებს ეს ავიწყდებათ, ამ ჩვევას კი ნამდვილად აქვს ძალა, რომ გააძლიეროს ურთიერთობები.

ნუ გადადებთ ლაპარაკს ხვალისთვის, თორემ ეს ჩვევად გადაიქცევა. ხვალ ხომ ახალი დღე იქნება, ახალი მოვლენები, ცვლილებები თქვენთვის საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, რომლებსაც ვერ შეამჩნევთ.

3. უთხარით “მე შენ მიყვარხარ»

არ არსებობს ამ ფრაზის წარმოთქმის არასწორი გზა. ყოველ ჯერზე, როცა ამას იტყვით, წლების შემდეგაც კი, ამ სიტყვებს იგივე მნიშვნელობა ექნება. ურთიერთობებში ადამიანებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა კომპლექსები, მაგალითად, განიცდიან, რომ აღარ არიან მიმზიდველები და თქვენთვის მოსაწონები. თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ მეორე ნახევარი ამ ფიქრებისგან, მხოლოდ იმის გამეორებით, რომ თქვენ ის გიყვართ.

4. გააკვირვეთ ერთმანეთი

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ძვირადღირებული საჩუქრები მიართვათ ან სადღესასწაულო ვახშამი მოუწყოთ. საკმარისია უბრალოდ მოულოდნელად აკოცოთ ლოყაზე საყვარელ ადამიანს, უთხრათ, რომ ყოველ დღე ხვდებით, თუ როგორ გაგიმართლათ და რომ არჩევანში არ შემცდარხართ. პატარა მოულოდნელობასაც კი შეუძლია გაათბოს ურთიერთობა.

კომენტარები: