in

მომწონს

ბობ მარლი – “შესაძლოა მისთვის პირველი არ იყო..”

შესაძლოა მისთვის პირველი არ იყო, არც უკანასკნელი და არც ერთადერთი. მას შესაძლოა უყვარდა მანამდე, სანამ შეგიყვარებდა შენ, მაგრამ თუ მას ახლა უყვარხარ, განა რაიმე პრობლემას ხედავ ამაში?

ის შესაძლოა არ იყოს იდეალური, ასევე არ ხარ შენც, თქვენ ორივე ვერასდროს იქნებით იდეალურები, მაგრამ მას თუ შეუძლია შენში სიხარულის გამოწვევა,  თუ ის გაძლევს შესაძლებლობას იყო ადამიანი, დაუშვა შეცდომები, გასცე მის გამო ყველაფერი, ორმაგად დაფიქრდი! თურმე რამხელა ძალას ფლობ შენ.

შესაძლოა ის დღეში ყოველ წამს არ ფიქრობდეს შენზე, მაგრამ მას შეუძლია თავისი ნაწილი მოგცეს, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის – შენ შეგიძლია მისი გულისტკენა.

ასე რომ არ ატკინო მას, ნუ ეცდები მის შეცვლას, ნუ გააანალიზებ და ნუ დაელოდები მისგან იმას, რაც მას ეწინააღმდეგება. გაიღიმე, როდესაც ის ცდილობს შენს გაბედნიერებას, აუხსენი ხშირად ბევრი რამ, როდესაც რაიმე გაღიზიანებს მისგან და მოინატრე ის, როდესაც გვერდით არ გყავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

20 სურათი იმ ფაქტზე თუ რატომ არის ძმის და დის ყოლა ბედნიერება

8 ბრწყინვალე იდეა, რომელიც “კაპიკებად” გაიყიდა