,

ამ ტესტით თქვენი ტვინის მუშაობას წამებში შევამოწმებთ

ტესტი “Silhouette Illusion” (ილუზიური სილუეტი), უფრო ხშირად ცნობილია, როგორც “ტრიალა გოგონა”, გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტვინის მუშაობის შესამოწმებლად. მისი ავტორი ნობუკი კაიხარა, ძალიან ჭკვიანურად და გამომგონებლურად მიუდგა ამ საკითხს – გოგონას შეუძლია ერთდროულად მარჯვნივაც იტრიალოს და მარცხნივაც.

შეხედეთ სურათს? რომელ მხარეს ტრიალებს გოგონა: საათის ისრის მიმართულებით თუ მის საწინააღმდეგოდ?


თუ გოგონა ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით – თქვენ უფრო აქტიური გაქვთ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც ლოგიკაზე, მახსოვრობაზე, მათემატიკურ და ენობრივ შესაძლებლობებზე და ანალიტიკურ აზროვნებაზეა “პასუხისმგებელი”.

თუკი გოგონა ტრიალებს საათის ისრის საწინააღმდეგოდ – მაშინ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროა აქტიური, რომელიც შესაბამისად ემოციას, ინტუიციას, მუსიკალურობას, გამომგონებლურ ხელოვნებას და შთაგონებას გვაძლევს.

ახლა კი სცადეთ და შეუცვალეთ მოძრაობის მიმართულება.

ავტორის თქმით და იელის უნივერსიტეტის გამოკვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თვალის დიდი დატვირთვის გარეშე შეუცვალონ გოგონას მოძრაობის მიმართულება აქვთ 160-ზე მაღალი IQ.

ძალიან რთულია იმის აღმოჩენა, თუ რომელი ნახევარსფეროა დომინანტი ადამიანის ტვინში ამჟამად, მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება: მათ, ვისაც შეუძლიათ ამ გოგონას მიმართულება შეუცვალოდ დიდი წვალებით (ან საერთოდაც ვერ შეუცვალონ) – ეს ადამიანები უფრო პრაქტიკულები და რაციონალურები არიან, ხოლო ვინც ადვილად ცვლის გამოირჩევა უმდიდრესი წარმოსახვით და ინტუიციით.

აი იმის მტკიცებულება, რომ გოგონას მართლაც შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით ტრიალი:

კომენტარები: