in

მომწონსმომწონს

დღეს მერლინ მონროს დაბადების დღეა

1 ივნისი არის ცნობილი მსახიობის, მომღერლის, მოდელისა და ჰოლივუდის აღიარებული სექს-სიმბოლოს, მერლინ მონროს დაბადების დღე. მას 90 წელი შეუსრულდებოდა. “მიეცით ქალს ქუსლიანი ფეხსაცმლის წყვილი და ის დაიპყრობს სამყაროს!”- ეს და სხვა მისი სიტყვები დღეს მილიონობით ქალის ორიენტირად ითვლება.

ჩვენ ვიცნობთ მონროს მისივე შექმნილი ქერა ქარაფშუტა ქალის იმიჯით. იყო კი ასეთი სინამდვილეში? Facts.ge მოგიყვებათ ფაქტებს, რომლებიც ამ არაჩვეულბრივ ქალს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ.

01

მერლინს განათლება არ ჰქონდა მიღებული. თუმცა, ის ბევრს კითხულობდა. მისი პირადი ბიბლიოთეკა 400 წიგნს ითვლის, რომელთა შორის არის ზიგმუნდ ფროიდის ნამუშევრები, რუსული კლასიკა და სხვა.

“ჩვენ, ლამაზი ქალები, იძულებულნი ვართ, თავი გავისულელოთ, რათა არ შევაწუხოთ მამაკაცები”.

02

  • მონრო წერდა თეთრ ლექსებს
  • ის იყო ქველმოქმედი. 1957 წელს მისი მთლიანი შემოსავალი მოხმარდა ბავშვების დახმარებას.
  • მერლინი ოცნებობდა შვილის ყოლაზე, თუმცა გაჩენა ვერ შეძლო. მსახიობის მეგობარმა და გრიმიორმა ერთხელ თქვა: “მას უყვარს ბავშვები და მე დარწმუნებული ვარ, საკუთარი შვილი რომ ჰყავდეს, რომელზეც შეძლებდა ზრუნვას, ეს მას ძალიან დაეხმარებოდა.

“ის ერთადერთი რამ, რაც ყველაზე მეტად გვინდა ცხოვრებაში, როგორც წესი, შეუძლებელია ფულით იყიდო”. 

03

  • მონროს სურდა დამატული მსახიობი გამხდარყო.

“მე დავიღალე სექს-ბომბის როლით, სხვა როლების თამაში მინდა. მე ხომ მსახიობი ვარ და არა მანქანა”.

  • ერთ დროს მონროს სურდა ჩვეული იმიჯი მიეტოვებინა და ქუჩაში უბრალო მაისურით, ჯინსით და მაკიაჟის გარეშე დადიოდა. ის ფიქრობდა, რომ ამით ის იცვამს საკუთარი თავისთვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცას სიამოვნება მიანიჭოს.

“სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მჭირდება ის, ვინც ჩემში მხოლოდ კარგს ხედავს. მე მჭირდება ის, ვინც ხედავს ჩემში ცუდს და მაინც უნდა ჩემთან”.

04

მონრო თავის მეორე ქმართან, ჯო დი მაჯოსთან ერთად

  • მერლინი ამბობდა, რომ სტუდია «20th Century Fox» მას ცოტას უხდიდა ($1500 გადაღებაზე). ანაზღაურებით გამუდმებით უკმაყოფილებამ მსახიობი მიიყვანა იქამდე, რომ მან ერთი წლით დატოვა ჰოლივუდი.
  • მონრომ შექმნა საკუთარი კომპანია «Marilyn Monroe Productions», რომლის პრეზიდენტი და აქციის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც თვითონ იყო.

05

  • მერლინი დააჯილდოეს, როგორც “ყველაზე პოპულარული მსახიობი”.
  • მას აქვს გახსნილი საკუთარი ვარსკვლავიც.

“ყველა არის ვარსკვლავი და აქვს ნათების უფლება”

06

  • მსახობი მხარს უჭერდა სოციალურ თანასწორობას და გმობდა რასისტულ დისკრიმინაციას.
  • თავისი ბოლო ინტერვიუს ჩაწერისას მონრო ემუდარებოდა რეპორტიორს, სტატია ამ სიტყვებით დაესრულებინა:

“ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს, არის ერთიანობის შეგრძნება. ჩვენ ყველა, ვარკსვლავები, მუშები, შავკანიანები, ებრაელები, არაბები- ყველა თანამოძმეები ვართ. გთხოვთ, არ გამომიყვანოთ არასერიოზულად. დაამთავრეთ ინტერვიუ იმით, რისიც მჯერა”.

What do you think?

123 ქულა
Upvote Downvote

Written by Teona Joxaridze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

«ათასი კოცნა»: მონიკა ბელუჩის და ვინსენ კასელის სიყვარულის ცეკვა

10 მომაკვდინებელი არომატი კოღოების წინააღმდეგ