,

ეს 27 წლის ქალი პირველია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ესტუმრა

თუ ვიღაც ესტუმრებოდა 50 ქვეყანას, ჩვენ გაგვიკვირდებოდა. თუ ვიღაც ესტუმრებოდა 100 ქვეყანას, ჩვენ უფრო მეტად გაგვიკვირდებოდა. მაგრამ თუ ვიღაც ესტუმრებოდა ყველა ქვეყანას დედამიწაზე, გახდებოდა პირველი ქალი, ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი და ყველაზე სწრაფი, რომელმაც შეძლო და 196 ქვეყანას ესტუმრა პლანეტაზე…. ეს უფრო გაგვაგიჟებდა, ვიდრე გაგვაკვირვებდა.

სწორედ ამას აკეთებს კასანდრა დე პეკოლი. 27 წლის გოგონა კონექტიკუტიდან უკვე ესტუმრა 181 ქვეყანას 2015 წლის ივლისიდა, მას მხოლოდ 15 ქვეყანა და 40 დღე დარჩა და სავარაუდოდ ვერაფერი შეუშლის ხელს გინესის რეკორდის დამყარებაში (ადამიანი, რომელმაც იმოგზაურა ყველა სუვერენულ ქვეყანაში ყველაზე სწრაფად). მის შესანიშნავ მოგზაურობას “ექსპედიცია196” ჰქვია. კასანდრას ნაბიჯებს ნამდვილად ვერ გავყვებით, მაგრამ შეგვიძლია მივადევნოთ თვალი მის შთამაგონებელ მოგზაურობას ინსტაგრამის საშუალებით. მიდი კასანდრა!

მეტი ინფო: Cassandra De Pecol | Instagram | Facebook | Twitter | IIPT

გქონია სურვილი, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გემოგზაურა?

1

ეს სწორედ ის არის, რასაც კასანდრა დე პეკოლი აკეთებს!

2

მის საოცარ მოგზაურობას ექსპედიცია196 ჰქვია

3

მოგზაურობა პალაუში დაიწყო, 2015 წლის ივლისში

4

მას შემდეგ კი უკვე 181 ქვეყანას ესტუმრა

5

მას იმედი აქვს, რომ გახდება პირველი ქალი, რომელიც ოფიციალურად ესტუმრა ყველა, 196 ქვეყანას

6

კასანდრას მიზნამდე 15 ქვეყანა აკლია, ამისთვის კი 40 დღე აქვს

7

თუ ამას გააკეთებს, ის შევა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე სწრაფი ადამიანი, რომელიც ესტუმრა ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს

8

მოგზაურობის ხარჯებმა უკვე 200,000 დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ხარჯები დაფარულია სპონსორების მიერ

9

ის ასევე იყენებს ინსტაგრამის სარეკლამო პლატფორმას, უფასო აკომოდაციის სანაცვლოდ

10

ის ჯერ 27 წლის არის, მაგრამ უკვე ნახა იმაზე მეტი, რასაც ბევრი მთელი ცხოვრების მანძილზე ნახულობს

11

ნახა პატარა ბოკვერი

12

ისრიალა კოლორადოს მთებში

13

ისვენებდა კირიბატის სანაპიროზე

14

და ტკბებოდა სხვადასხვა ულამაზესი ხედებით, როგორიც მაგალითად მოსტარის ხიდიდან (ბოსნია) ჩანს

15

კასანდრას არსად მიდის მისი ფოტო აპარატის გარეშე

16

და რა თქმა უნდა რუკის გარეშე!

17

კომენტარები: