, ,

ეს ძაღლი უკვე 12 წელია ასე იღიმის, მას ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი აქვს

ადამიანების დამოკიდებულება პიტბულების მიმართ არაერთგვაროვანია. ზოგს ძალიან უყვარს, ზოგს კი ეშინია.  თუმცა, Facts.ge დარწმუნებულია, რომ ამ ძაღლის ღიმილი ყველას გულს მოიგებს.

 

დაკარგული ბრიკსი ბრუკლინის ქუჩებში დაწანწალებდა, როცა ჯონს და მის ძაღლს, დემოს გადაეყარა.

1

ჯონს არ შეეძლო მისთვის გვერდის ავლა, ამიტომ გადაწყვიტა ძაღლის პატრონები მოეძებნა.

2

თუმცა, მეპატრონეებს ერთი თვის განმავლობაში ვერ მიაგნო და გადაწყვიტა, ბრიკსი თავისთან დაეტოვებინა.

3

და, აი, უკვე 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც ბრიკსი ასე უღიმის თავის გადამრჩენელს.

4

“გასაოცარია, ის ადამიანივით იღიმის. თუმცა, არის მომენტებიც, როცა მოწყენილია”- ამბობს ჯონი.

5

“ის ძირითადად იღიმის, როცა მიდის მანქანასთან, თბება მზეზე ან როცა რაიმე გემრიელს აჭმევ”

6

“თუმცა, ყველაზე მეტად მაინც მოფერებისას და დილით შეგებების დროს იღიმის. ალბათ, ამ დროს ყველაზე ბედნიერია”

7

კომენტარები: