,

ეს ინდოელი ბიზნესმენი იმსახურებს წოდებას “წლის ბოსი” და აი რატომ

საუკეთესო ბოსი დედამიწაზე მაინც არსებობს! ალმასების მწარმოებელი ინდური კომპანიის დამფუძნებელი სავჯი დჰოლაკია (Savji Dholakia) ცნობილია არამარტო იმით, რომ მილიარდელია, არამედ ექსტრაორდინალური სიუხვით.

ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმ მეთოდებმა, რომლებითაც ის ამხნევებს  თანამშრომლებს. ცოტათი შეგვშურდა კიდეც!

1

არც ისე დიდი ხნის წინ ალმასების იმპერიის მეთაურმა დიდი საჩუქარები დაურიგა საუკეთესო პერსონალს: ესენი იყო იუველირული ნაწარმი, ასევე ავტომობილები და ბინებიც კი. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბევრ დიდ კომპანიაში ხდება, მაგრამ ცოტა თუ აკეთებს ამას ისე მასშტაბურად, როგორც ეს სავჯი დჰოლაკიამ გააკეთა,  — საჩუქრები მიიღო ერთდროულად ასობით ადამიანმა.

2

თანაც ეს არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერმა საკუთარ თანამშრომლებს აჩუქა 400 ბინა და 1260 მანქანა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიაში გეგმავენ, რომ ყველა დაქირავებული მუშაკი უზრუნველყონ საცხოვრებლით და მანქანით.

3

აი ასე მიმდინარეობდა საჩუქრების დარიგება ეროვნული დღესასწაულის დივალის დროს – ეს დღე სავჯის კომპანიის პერსონალს ალბათ დიდი ხნით დაამახსოვრდება.

4

“ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა, — ამბობს მილიარდელი. — ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყოველ დღე ვნახოთ ეს მომღიმარი სახეები”.

კომენტარები: