,

ეს მარტივი საბავშვო თავსატეხი ბევრისთვის რთული აღმოჩნდა

ამ ერთი შეხედვით მარტივმა, საბავშვო თავსატეხმა ერთი თვის მანძილზე ათი ათასობით გაზიარება და კომენტარი დააგროვა სოციალურ ქსელებში და მილიონობით ადამიანის განხილვის საგანი გახდა. სინამდვილეში, ის არც ისე მარტივია, როგორც ჩანს. ყველაზე ხშირი პასუხებია — 48, 46 და 22, მაგრამ ისინი არასწორია.

ჩვენ გთავაზობთ გავავარჯიშოთ ტვინები და შევეცადოთ ამოვხსნათ ეს არც ისე მარტივი, მაგრამ საინტერესო ამოცანა.

21365265-gtr54hhhkiuku-0-1484223931-1484223961-650-25d5c7b59f-1-1484229869

მათემატიკის მცოდნეები თვლიან, რომ სინამდვილეში უბრალოდ ძალიან დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. ყველაზე გავრცელებული შეცდომები ჩნდება მარტივი მიზეზების გამო:

  • პირველ რიგში, ბევრს ავიწყდება არითმეტიკული მოქმედებების სწორი თანმიმდევრობა: პირველ რიგში სრულდება გამრავლება.
  • ასევე, ამ ამოცანის ბოლო რიგში ზოგიერთები გამრავლების ნიშანს აღიქვამენ როგორც კიდევ ერთ მიმატების ნიშანს.
  • და კიდევ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბოლო პირობაში მხოლოდ ერთი ნალი და ერთი  ფეხსაცმელია.

მათ, ვინც მაინც დაბნეულია, ვთავაზობთ ვიდეოს, სადაც ახსნილია ამ თავსატეხის პასუხი.

კომენტარები: