,

ეს მარტივი ტესტი გაჩვენებთ, როგორ უყურებთ თქვენს ცხოვრებას

ეს უბრალო ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებას, როგორ უნდა გადალახოთ დაბრკოლებები და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ტესტში მთავარია — მობილიზება, ცოტა ფანტაზია და მაქსიმალურად სწრაფი პასუხები მოცემულ კითხვებზე.

  1. წარმოიდგინეთ თქვენი თავი გზაზე. როგორი იქნება ის? (შარა გზა, მაგისტრალი, გრუნტიანი და ა.შ)
  2. რა დროა იმ მომენტში? (რა პერიოდშია მზე).
  3.  თქვენ მიდიხართ ამ გზაზე და წინ გხვდებათ ღობე. რისი ღობეა? როგორია ის? (ხის, ქვის, რკინის და ა.შ)
  4. როგორ აპირებთ მის გადალახვას?
  5. აი ღობეც უკან დარჩა, ხოლო წინ ტყე დაგხვდეთ. რა ტყეა ეს? (ზღაპრული, უღრანი, ჩვეულებრივი და ა.შ)
  6. თქვენ უახლოვდებით ტყეს და აღმოაჩენთ წვრილ გზას, რომლითაც უნდა წახვიდე. უცებ ხედავ გასაღებს. როგორია ის? რას უპირებთ მას? (აიღებ, გვერდს აუვლი, ხეზე დაკიდებ და ა.შ)
  7. გარკვეული დროის შემდეგ გამოდიხართ ტყიდან და უახლოვდებით აუზს. რა აუზია? რას იზავთ იქ? (იცურავებთ, ჩამოჯდებით იქვე და ა.შ)
  8. აუზთან ახლოს ხედავთ თქვენი ოცნების სახლს, საიდანაც გამოდის თქვენი ოცნების ქალი (კაცი), გპატიჟებთ შინ და გთავაზობთ იქ სამუდამოდ დარჩენას. როგორ მოიქცეოდით?
  9. სახლის უკან კვლავ ხედავთ გზას. როგორია იგი? დაბრკოლება გხვდებათ? რა სახის დაბრკოლებაა? (განსხვავებული, იგივენაირი,როგორიც თავიდან იყო)
  10. რა დროა ამ მომენტში? (რა პერიოდშია მზე)

ტესტი აიხსნება ძალიან მარტივად.

  1. გზა გიჩვენებთ გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობას. თუ გზა ასფალტისაა, სადაც მანქანები მოძრაობენ, ანუ მაგისტრალია – ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, საქმე თავზესაყრელად გაქვთ, ყველგან გჭირდებათ მისწრება, ნახულობთ ძალასა და დროს როგორც სამსახურისთვის, ასევე დასვენებისთვისაც. თუ შარა გზას ირჩევთ ან გრუნტისას – ნიშნავს იმას, რომ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობთ, ცდილობთ აკონტროლოთ მოვლენები. თუ გზაზე ორმოებია – ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ გასვენებთ, გაფორიაქებთ, ეს შესაძლოა რაიმე უმნიშვნელო იყოს, მაგრამ საშინლად მომაბეზრებელი.
  2. მზე — თქვენი გეგმები, იდეები, მიზნები. თუ მზე ამოდის – ნიშნავს, რომ თქვენ იბრძვით საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. თუ შუა დღეა, ნიშნავს, რომ თქვენი იდეების ნახევარზე მეტი განხორციელებული გაქვთ, ხოლო თუ საღამოა – თქვენი გეგმები უკვე თითქმის შესრულებულია.
  3. ღობე დაბრკოლების აღმნიშვნელია. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო აზვიადებთ თქვენს წარუმატებლობას.
  4. ღობის გადალახვის შესაძლებლობა, განმარტავს იმას, თუ როგორ ხვდებით წინააღმდეგობებს. თუ თქვენ გადაძვრებით მასზე, მოძებნით შემოვლით გზას ან შეეცდებით მცირედი გარღვეული ნაწილის პოვნას – ნიშნავს იმას, რომ ცდილობთ შეებრძოლოთ პრობლემებს და გადალახოთ ისინი. თუ თქვენ მიდიხართ პირდაპირ და ცდილობთ წინ დახვედრილ ობიექტს რაიმე მოუხერხოტ – ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ხართ.
  5. ტყე – ეს თქვენი სულიერი სიღრმეა. რაც უფრო ღია ფერებშია ტყე, მით უფრო სუფთა სულის პატრონი ხართ. თუ ის სასაცილოა, გამორჩეულია რაიმე ნიშნებით, – ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძალიან საინტერესო ხართ, ხოლო თუ ის ჩვეულებრივია, მაგალითად ფიჭვის ან ნაძვის – ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაციონალური ადამიანი ხართ, ყოველთვის მყარად დგახართ ფეხზე, იცით რა გინდათ ცხოვრებისგან. აგრეთვე საკმაოდ საიმედო პიროვნება ხართ და თქვენი ნდობა შესაძლებელია.
  6. გასაღები – თქვენი ბედნიერება. აქ ყველაფერი მარტივადაა. რაც პატარაა გასაღები მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ბედნიერებას, სულიერ მდგომარეობას, ადამიანებთან სიახლოვეს. ხოლო რაც უფრო დიდია ის, მით უფრო დიდი მნიშნელობა აქვს თქვენთვის მატერიალურ საშუალებებს. რაც უფრო ლამაზია გასაღები, მით უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ესთეტიკურობას თქვენს ცხოვრებაში. თუ გასაღებს წაიღებთ, ესეიგი შანსის გამოყენება შეგიძლიათ. თუ დაკიდებთ მას ხეზე ან გვერდს აუვლით – ესეიგი თქვენ ვერ იყენებთ კარგ შესაძლებლობებს და სხვებს უტოვებთ მას.
  7. აუზი – თქვენი გრძნობები, საყვარელი ადამიანის როლში. რაც უფრო ღრმაა ის, მით უფრო ღრმაა თქვენი მგრძნობელობა. თუ ის ტბის სახით წარმოიდგინეთ, თქვენი არჩევანი თქვენს დაბალანსებულ აზროვნებას უსვამს ხაზს. თუ წარმოიდგინეთ სწრაფი მდინარე, თქვენ მგზნებარე ბუნება გაქვთ. თუ მასთან ახლოს დაჯდებით – თქვენ საყვარელ ადამიანთან უბრალოდ ყოფნაც კი გაკმაყოფილებთ, ხოლო თუ იბანავებთ მასში, მაშინ თქვენ უფრო მეტი გინდათ მისგან.
  8. არჩევა  —  სახლს + ქალი (მამაკაცი) და იქ დარჩენა, თქვენს აზარტულობას და საკმაოდ მარტივად შესაცდენობას უსვამს ხაზს.
  9. გზა სახლის უკან – თქვენი შემდეგი ცხოვრებაა, სადაც დაბრკოლებებიც იქნება და ბედნიერი მომენტებიც, თუ დარჩებით იმ სახლში ცხოვრებისგან ვერასდროს ვერაფერს ისწავლით.
  10. აღნიშნული მზე გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლებთ წარმატების მიღწევას რეალობაში.

კომენტარები: