,

ეს ნახატი იცის ყველამ, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, სინამდვილეში რა დახატა ვან გოგმა

 ვინსენტ ვან გოგმა “ვარსკვლავიანი ღამე” 1889 წელს დახატა, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. ეს ნახატი ითვლება არა მხოლოდ მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, არამედ დასავლეთის ხელოვნებიდ ერთ-ერთ ღირებულ ნიმუშადაც.

2004 წელს კოსმოსური ტელესკოპის “ჰაბლის” მეშვეობით მეცნიერები აკვირდებოდნენ ვარსკვლავის გარშემო ღრუბლის გრიგალებს, მტვერსა და აირს, რამაც ვან გოგის ეს ნახატი მოაგონათ.

01

მათ დეტალურად დაიწყეს მხატვრის შემოქმედებაში სინათლის კვლევა და აღმოაჩინეს მკვეთრად გამოხატული ტურბულენტური სტრუქტურების მოდელი.

02

როგორც აღმოჩნდა, როცა ვან გოგი იმყოფებოდა საფრანგეთის სამკურნალო ცენტრში, მან აღბეჭდა ერთ-ერთი ურთულესი ცნება მეცნიერებაში – ტურბულენტობა.

03

ტურბულენტობა – ეს ჰიდროდინამიკის ცნებაა, რომლის დროსაც ენერგეტიკული კასკადის ნაკადში წარმოიქმნება მსხვილი გრიგალის ღრუბლები, რომლებიც წარმოქმნიან თავისნაირებს, ოღონდ უფრო პატარა ზომის. მაგალითად, ტურბულენტობის წყალობით წარმოიქმნება ღრუბლები. ის დაახლოებით ასე გამოიყურება

04

დაახლოებით ასი წლის წინ ვან გოგმა შეძლო გაეაზრებინა და გამოესახა ერთ-ერთი ურთულესი რამ, რაც ბუნებამ მოუვლინა ადამიანს. მან შეაერთა თავის წარმოსახვაში მოძრაობის, დინებისა და სინათლის უდიდესი საიდუმლოებები.

სხვა იმპრესიონისტების ნახატების ანალიზის შემდეგ, რომლებშიც ასევე იგრძნობა წუხილი, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი არ შეესაბამებიან ისეთ მათემათიკურ სიზუსტეებს, როგორც ვან გოგის ნამუშევრები. მუნკის “კივილიც” კი შორსაა ტურბულენტობისგან.

05

აი, ასე შეძლო ვან გოგმა, თავის მშფოთვარე დღეებში, აღმოეჩინა ერთ-ერთი ურთულესი და ყველაზე ჩახლართული ცნება მათემატიკასა და ფიზიკაში.

06

ამ ვიდეოდან უკეთ გაიგებთ ვან გოგის ტურბულენტობასა და შემოქმედების შესახებ:

კომენტარები: