მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

ეს 15 მხატვარი გაიძულებთ, ეჭვი შეიტანოთ იმაში, რასაც თქვენი თვალები ხედავენ

ზოგიერთი მხატვრის პროფესიონალიზმი ყველა საზღვარს სცდება. ისინი ხატავენ ყველაფრით: ზეთით, აკრილის საღებავებით ან ჩვეულებრივი ფანქრებით, — მაგრამ მათი ნამუშევრების გარჩევა ფოტოებისგან შეუძლებელია. დიდი ნიჭი და მონდომება კი ამ ნახატებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ ცხოვრებაში ჩანს მხატვრის ხედვა, იმ სამყაროს ილუზია და ემოცია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

წარმოგიდგენთ 15 მხატვარს, რომლების ნამუშევრების ნახვის დროს, უბრალოდ თვალებს ვერ ვუჯერებთ.

დიეგო ფაციო

1

დიეგო რეაქტიული პრინტერივით მუშაობს, ხატვას იწყებს ფურცლის კუთხეებიდან. ხატავს უბრალო ფანქრით და ნახშირით. ერთი პორტრეტის შექმნას დაახლოებით 200 სააათს უთმობს.

ომარ ორტისი

2

ფერების და ჩრდილების გადმოცემის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ომარი გრაციოზულად გადმოსცემს ყველაზე პატარა დეტალებსაც კი და სხვადასხვა რაკურსებით მათი დანახვა ერთი სიამოვნებაა.

გრეგორი ტილკერი

3

გრეგორი ტილკერი მის “წვიმიან” ტილოებს ხატავს ფუნჯით, აკვარელის და ზეთის საღებავების გამოყენებით. გრეგორის ნამუშევრების ყურებისას გვახსენდება მანქანით მოგზაურობა, ცივ და წვიმიან დღეში.

რუფ ტაისონი

15193010-R3L8T8D-800-4

ბრიტანელ მხატვარს რუფ ტაისონს, ისევე როგორც მის უამრავ კოლეგას, არ აქვს მიღებული სამხატვრო განათლება, მაგრამ თავისი ნამუშევრების შესრულების ორიგინალური მანერა ახასიათებს. ის ხატავს გრაფიტით და აკვარელის ფანქრებით, თუმცა ხანდახან საღებავებსაც იყენებს.

რობერტო ბერნარდი

15189610-R3L8T8D-800-193383245

რთულია იმის დაჯერება, რომ რობერტო ბერნარდის “ტკბილი” ნატურმორტები არ არის გადაღებული კამერით. ნებისმიერი მისი ნახატი სიზუსტით გადმოსცემს ჩრდილებს, რომლებიც სარკისებურ მაგიდაზე ისახება.

რობინ ელეი

15194810-R3L8T8D-800-Silentrespirationnewweb

ლონდონელი მხატვარი ქმნის მასშტაბურ რეალისტურ ნახატებს ზეთის საშუალებით. ამ კოლექციის ნახატებში მხატვარი ელეგანტურად “მალავს” ადამიანის სიშიშვლეს, გამჭვირვალე გარსის საშუალებით.

გოტფრიდ ჰელნვაინი

15181910-R3L8T8D-800-1

თავის ნამუშევრებში ჰელნვაინი იყენებს მხოლოდ აკვარელის საღებავებს. ის მუშაობს როგორც ფერმწერი, ფოტოგრაფი, მოქანდაკე და მსახიობი, ამით მისი ნიჭის ყოველ მხარეს წარმოაჩენს.

ვინსენტ ფატაუზო

15192260-R3L8T8D-800---by-Vincent-Fantauzzo

ცნობილი ავსტრალიელი მხატვრის ვინსენტ ფატაუზოს ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია გამოფენილი. ჰიტ ლეჯერის პორტრეტი, მსახიობის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირით ადრეა დახატული.

კამალკი ლაურეანო

15182710-R3L8T8D-800-resamplelanczos

კამალკი ლაურეანო – ნიჭიერი მხატვარია დომინიკის რესპუბლიკიდან. ის იყენებს აკრილის საღებავებს და ხატავს ტილოზე. მისთვის სამუშაო — არ არის მხოლოდ ფოტოს იმიტაცია, არამედ ცხოვრების.

პოლ კედენი

15184110-R3L8T8D-800-obras_arte_realista_impressionantes_03

ავტორის ერთადერთი ინსტრუმენტი  — გრიფელის ფანქარია. ეს საკმარისია მისთვის, რომ საოცარი სიზუსტით გადმოსცეს ყველა წერტილი, ხაზი და ემოცია. ამ მხატვრის გენიალურობაში ეჭვის შეტანა უბრალოდ შეუძლებელია.

თომას არვიდი

d

თომასს არ აქვს მიღებული არანაერი ფორმალური განათლება. მისივე განათლების სისტემით, მხატვარი მივიდა ერთ თემამდე — და ეს ღვინოა. ასე დაიბადა «თომას არვიდის ღვინის სარდაფი» — ნამუშევრების სერია, სადაც ასახულია ღვინის ბოთლები, საცობები, ჭიქები, მოელვარე სასმელებით.

ბრაიან დრური

15187760-R3L8T8D-800-obras_arte_realista_impressionantes_42

ამერიკელმა მხატვარმა 2007 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ რეალიზმის ჟანრში მუშაობს. უამრავი ჯილდოს მიღების შემდეგ, მხატვარი კონცენტრირებულია კანის ორგანულ ხარისხზე და ადამიანის იმ მხარეზე, რომლის დამალვას ჩვენგან ასე ხშირად ცდილობენ.

იგალ ოზერი

dd

იგალი საოცარი სიზუსტით გადმოსცემს ფერების და ჩრდილების თამაშს, მზის თვალისმომჭრელ კაშკაშს, მის ჩასვლას და ამოსვლას.

ტანერ ცეილანი

as

ცნობილი თურქი მხატვარი, რომელიც ჰიპერრეალიზმის სტილში ხატავს და ასევე ფოტოგრაფის პროფესიასაც ითავსებს. მისი ნამუშევრებისთვის მხოლოდ აკრილის საღებავებს იყენებს.

ენდრიუ ტელბოტი

ass

ცნობილი ბრიტანელი მხატვარი ენდრიუ ტელბოტი 15 წელია ხატავს და 2002 წლიდან გამოიმუშავებს თანხას მისი პროფესიით. შესანიშნავი რეალიზმი და ნათელი საღებავები მის სტილს უფრო და უფრო გამოკვეთავს და სწორედ ამიტომ, მხატვარი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება თავის საქმეში.

What do you think?

1 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

18 ფოტო, რომელსაც ზღვის სუნი ასდის

ძაღლი და ბუ, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ