,

გაკვეთილი: როგორ შევქმნათ ჩონჩხის კუნძული Photoshop-ში?

დღეს ვისწავლით თუ როგორ შევქმნათ ჩონჩხის კუნძული . ამისათვის კი ჩვენ გამოვიყენებთ საკმაოდ ბევრ “ფენასა”(Layer) და “ნიღაბს” (Mask). ასევე გაკვეთილისთვის დაგვჭირდება PixelSquid  ფილტრი, რადგან შევძლოთ დავამატოთ რეალისტური 3D ობიექტები.

დავიწყოთ?

ვიდეო-გაკვეთილი:

გამოყენებული მასალის გადმოწერა

დეტალურად:

ნაბიჯი 1:

პირველ რიგში შევქმნათ ახალი დოკუმენტი. ზომები: 2000x2725 px ( 72dpi Resolution).

გახსენით კუნძულის გამოსახულება (Ctrl + O) და  Quick Selection Tool  (W) გამოყენებით მონიშნეთ ცა. გამოიყენეთ Layer Mask  მიმდინარ ფენაზე (ცა უნდა წაიშალოს).

ახლა გადაიტანეთ კუნძულის სურათი ახალ დოკუმენტში, დააპატარავეთ ზომაში ისე რომ, კუნძულთან იყოს თავისუფალი სივრცე.  Free Transform – ის (Ctrl + T)  გამოყენებით დააპატარავეთ ან გაადიდეთ სურათი, რადგან მიიღოთ დაახლოებით ასეთი შედეგი (ნაჩვენებია სურათზე), კუნძულიანი ფენა მოათავსეთ თავდაპირველ დოკუმენტში სხვა ფენებზე ზემოთ და დაარქვით Island.

 

untitled-2-copy

capture

კომენტარები: