,

გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაზე გემრიელი რეცეპტები

ზაფხულში გარდა სიგრილისა გსურს დესერტიც “მსუბუქი” იყოს. მეტი გამოცდილებისთვის კი ჩვენ გთავაზობთ ერთმანეთს გავუზიაროთ საინტერესო და გემრიელი დესერტების რეცეპტები.
ატვირთეთ სურათი, დაურთეთ სათაური და აღწერაში ჩაწერეთ მომზადების წესი.
შევაფასოთ, ვისი რეცეპტები იქნება  საუკეთესო.

#1 ხაჭოს უგემრიელესი დესერტი გამოცხობის გარეშე

თქვენ დაგჭირდებათ

ფუძის ინგრედიენტები:
  1. 140 გრ ორეოს ორცხობილა შოკოლადის შიგთავსით
  2. 30 გრ მცენარეული კარაქი (მარგარინი)
ხაჭოს შიგთავსისთვის :
  1. 400 გრ სახლის ხაჭო
  2. 200 გრ მცენარეული თეთრი შოკოლადი
  3. 150 გრ ნაღები (33%)
  4. 2 წვრილად დაფშხვნილი ორეო
  5. 1 მაგიდის კოვზი ადვილადხსნადი ჟელატინი
  6. ათქვეფილი ნაღების კრემი და მარწყვი მოსართავად

მომზადების წესი:

  1. ორცხობილა კარაქთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში, სანამ მასა არ დაემსგავსება სველ სილას. გავაბრტყელოთ სასურველ საკონდიტრო ფორმაში და მოვათავსოთ მაცივარში 20 წუთით.
  2. ჟელატინი დაასველეთ 4 მაგიდის კოვზი ადუღებული წყლით იმ დროით, რაც შეფუთვაზე აწერია.
  3. ბლენდერში მოვათავსოთ ხაჭო, ნაღები და დამტვრეული შოკოლადი. პულსირებულ რეჟიმში მივიყვანოთ მასა ერთგვაროვან და გლუვ მდგომარეობამდე.
  4. ჟელატინი გავაცხელოთ მიკროტანღოვან ღუმელში და მივიყვანოთ დნობამდე. დავამატოთ ხაჭო. კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ.
  5. დავაყაროთ ორცხობილის ნამცეცები, ავურიოთ და მასა მოვათავსოთ ზევიდან უკვე მზა ფუძეზე.
  6. შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათით, რათა დესერტი ბოლომდე გაცივდეს. სუფრაზე მიტანამდე ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან, მოვრთოთ ათქვეფილი ნაღების კრემითა და მარწყვით.

ავტორი:

0 ქულა

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

#2 ტორტი “პანჩო”

ინგრედიენტები:

  •  1 შეკვრა მზა ბისკვიტი
  •  1 ლ არაჟანი ( ცხიმი არანაკლებ 20%)
  •  1/2 ჭიქა შაქარი
  •  1 ქილა დაკონსერვებული ანანასი
  •  100 გ ნიგოზი
  •   50 გ შავი შოკოლადი
  •   ვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. დაჭერით ანანასი 1–1,5 სმ -ის პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. თხილი დააქუცმაცეთ დანით, ან გაატარეთ ბლენდერში.  ფირფიტები დაჭერით დაახლოებით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად.
  2. არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ვანილი, შაქარი და ისევ ათქვიფეთ სანამ შაქარი არ გაიხსნება. კრემის დაახლოებით 1/3 ცალკე შეინახეთ, დანარჩენი კი წაუსვით დაჭრილ ბისკვიტს და ნაზად გაანაწილეთ, რათა ბისკვიტის  ყველა ნაჭერი დაიფაროს კრემით.
  3.  კრემიანი ბისკვიტის ნაჭრები დაალაგეთ დიდ თეფშზე და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან დააწყვეთ ანანასის კუბიკები და მოაყარეთ თხილი. შემდეგ ისევ ბისკვიტი, ანანასი და თხილი. და ასე გააგრძელეთ ტორტის აწყობა ფენა-ფენა. თუკი პირამიდის ფორმა არ მიიღო, არაუშავს: მიეცით ჩვეულებრივი მრგვალი ტორტის ფორმა, ის ისედაც გემრიელი გამოვა.
  4.  დარჩენილი, გადანახული კრემით დაფარეთ ტორტის ზედა ნაწილი.გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში,მოასხით ტორტს და მოაყარეთ თხილით.
  5.  დაახლოებით 1 საათი სითბოში დადეთ ტორტი, შემდეგ კი შეინახეთ  მაცივარში კიდევ 2 საათი.

ავტორი:

0 ქულა

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

#3 არაჟნის ჰაეროვანი ნამცხვარი

თქვენ დაგჭირდებათ:

ცომისთვის
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
კრემისთვის:
  • 0.7 ლიტრი ნაღები ან არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილინი
  • შოკოლადის ფილა

მომზადების წესი:

  1. შაქარი შევურიოთ კარაქს, დავუმატოთ არაჟანი, ძმრით გაჯერებული სოდა, ფქვილი. ფქვილი დაამატეთ თანდათანობით.
  2. ცომი 6 ფირფიტად დავყოთ.
  3. გავაცხელოთ ღუმელი 180°C გრადუსზე და გამოვაცხოთ ფირფიტები ოქროსფერ შეფერილობამდე.
  4. თითოეულის გამოცხობას 6-7 წუთი დასჭირდება.
  5. ავთქვიფოთ არაჟანი, შაქარი და ვანილინი. წავუსვათ ფირფიტებს. ყოველ ფენას დავაყაროთ გახეხილი შოკოლადი. ვაცადოთ ცოტა ხანი გაჯერდებამდე. უკვე მზა ტორტი შეგიძლიათ მორთოთ კენკრით.

ავტორი:

0 ქულა

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

What do you think?

3 ქულა

Total votes: 3

Upvotes: 3

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Add your submission

ატვირთე ფოტო ჩასვი კონტენტი

This field is required

Drop files here

ან

ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა: 2 MB.

Processing...

This field is required

e.g.: https://www.youtube.com/watch?v=WwoKkq685Hk

Processing...

კომენტარები: