,

Google-ში ძიების 10 მეთოდი, რომლის შესახებ ადამიანების 96%-მა არ იცის

ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის ერაში შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება. რამდენიმე წუთში ჩვენ ვპოულობთ გემრიელი ნამცხვრების რეცეპტებს ან ვეცნობით სხვადასხვა მეცნიერულ თეორიებს.

თუმცა ხანდახან საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის საათები გვჭირდება. ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე მუშა მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ ძვირფასი მატერიალები რამდენიმე კლიკით.

1. ან ერთი, ან მეორე

1

ზოგჯერ ზუსტად არ გვახსოვს, სწორად დავიმახსოვრეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია. არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ სხვადასხვა ვარიანტები «|» სიმბოლოს ან ინგლისური «or» შორის, შემდეგ კი აირჩიეთ შესაფერისი შედეგი.

2. ძიება სინონიმით

2

ქართული ენა მდიდარია სინონიმებით. ეს კი ზოგჯერ ხელს გვიშლის ძიებაში. თუ გსურთ, რომ სწრაფად იპოვოთ საიტი და არა ფრაზა კონკრეტულ თემაზე — დასვით სიმბოლო “~”.

მაგალითად, სურათზე მოცემული საძიებო კომბინაცია დაგვეხმარება გავიგოთ ჯანმრთელი კვების პრინციპები და გავეცნოთ საინტერესო რეცეპტებს და პროდუქტებს.

3. ძიება საიტის შიგნით

3

ხდება ხოლმე, როცა წაიკითხავ საინტერესო სტატიას საიტზე, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი გინდა გააზიარო სასარგებლო ინფორმაცია ან უბრალოდ გადაიკითხო ის. ამ შემთხვევაში საიტის შიგნით ძიება გვეხმარება. ამისათვის ჯერ ვწერთ საიტის მისამართს, შემდეგ კი საკვანძო სიტყვებს ან მთლიან ფრაზას.

4. ვარსკვლავის ძალა

4

თუ მეხსიერება გვღალატობს და ვერაფრით ვიხსენებთ სიტყვებს ან ციფრებს ფრაზიდან, “*” დაგვეხმარება. უბრალოდ ჩაწერეთ ის დავიწყებული ფრაგმენტის ნაცვლად და მიიღებთ საჭირო შედეგებს.

5. ბევრი გამოტოვებული სიტყვა

5

და თუ დაგავიწყდათ არა ერთი სიტყვა, არამედ ფრაზის ნახევარი, სცადეთ ჩაწეროთ პირველი და ბოლო სიტყვა, მათ შორის კი სიტყვა — AROUND (გამოტოვებული სიტყვების რაოდენობა). მაგალითად, აი ასე: “გაზაფხულის საღამოა AROUND(4) ჩიტი”.

6. დროის ინტერვალი

6

ზოგჯერ გვსურს გავეცნოთ მოვლენებს, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში მოხდა. ამისთვის, ძირითად ფრაზებს ვამატებთ დროის ინტერვალებს. მაგალითად, გვსურს, გავიგოთ, რა მეცნიერული აღმოჩენები გაკეთდა 1900…2000 წლებში.

7. ძიება სახელით ან მისამართით

7

იმისთვის, რომ საძიებო სისტემამ იპოვოს საკვანძო სიტყვა სტატიის სათაურში — ჩაწერეთ «intitle:» და საძიებო სიტყვა გამოტოვების გარეშე, ხოლო მისამართში სიტყვის მოსაძებნად — «inurl:».

8. მსგავსი საიტები

8

თუ აღფრთოვანდით საიტით და გსურთ ანალოგიური საიტების პოვნა — ჩაწერეთ «related:» საიტის მისამართთან ერთად.

9. ზუსტი ფრაზა

9

ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ იპოვოთ რაღაც კონკრეტული, სიტყვების ზუსტად იგივე თანმიმდევრობით, როგორც თქვენ შეიყვანეთ, — ფრაზის ბრჭყალებში მოქცევაა.

მაგალითად, თუ ჩაწერთ ყველაზე საშიში ფილმი — ძიება მოგვცემს შედეგებს “ყველაზე”, “საშიში”, “ფილმი” – ამ სიტყვების ნებისმიერი თანმიმდევრობით.

ხოლო თუ ჩაწერთ «ყველაზე საშიში ფილმი» — გვაჩვენებს იმ შედეგებს, რომლებშიც სიტყვების თანმიმდევრობა ზუსტად ასეთია. ეს მეთოდი კარგად მუშაობს, მაშინ, როცა გვსურს სიმღერის ტექსტის პოვნა, მაგრამ ვიცით მხოლოდ ერთი ფრაზა.

10. უსარგებლო ტერმინები

10

იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ უსარგებლო ტერმინები ძიებიდან — საკმარისია მივუწეროთ მინუსის ნიშანი. მაგალითად, თუ გვსურს, რომ ვიპოვოთ საიტები წიგნებზე, მაგრამ არ ვართ დაინტერესებული მათი ყიდვით — სცადეთ არასასურველი ტერმინის გამოკლება.

კომენტარები: