,

ჰიტხორნის სოფელში არ არის გზები, აქედან გამგზავრება არც კი მოგინდებათ…

მგონი, ჩვენ ვიპოვეთ ყველაზე მყუდრო და მშვიდი ადგილი დედამიწაზე.

ჰოლანდიის სოფელ ჰიტხორნს ერთი განსაკუთრებულობა ახასიათებს- აქ არავინ გადაადგილდება მანქანით ან ავტობუსით, აქ უბრალოდ გზებიც არ არის გაყვანილი, მხოლოდ არხებია. ამიტომ, მთავარი ტრანსპორტი ნავებია, თვითონ სოფლის მეორე დასახელება კი- ჰოლანდიური ვენეციაა. მე-18 საუკუნის ამ პატარა სოფელში სიმშვიდისა და მყუდროების განუმეორებელი ატმოსფერო სუფევს.

Facts.ge საკმაოდ მოხიბლა ამ იდეამ: მიცურე სახლამდე, ნავი “დააპარკინგე” და დატკბი უმშვენიერესი ხედით შენი სახლის სასტუმრო ოთახიდან. სიმშვიდე, სილამაზე და მყუდროება.

01

სოფლის ისტორია 1230 წლიდან იწყება, როცა ქვეყნის სამხრეთიდან წამოსულმა დევნილებმა იპოვეს ეს ადგილი. ერთადერთი, რაც მათ თვალში მოხვდათ, არის თხის რქები (დიდი წყალდიდობის შემდეგ). სწორედ აქ იმალება სოფლის დასახელების საიდუმლო- Goat horns, ანუ “თხის რქები”

02

03

04

დროთა განმავლობაში მცხოვრებლებმა არა მარტო გადააკეთეს სოფლის დასახელება, არამედ აღმოაჩინეს აქ დიდი რაოდენობით ტორფი. გახარებულებმა დაიწყეს ტორფის მოპოვება იმ ადგილებში, სადაც აწყობდათ. ასეთი გათხრების შედეგად გაჩნდა ორმოები, შემდგომში ეს ორმოები გადაიქცნენ ტბებად, მოგვიანებით კი- არხებად, რომლებიც დღეს ტურისტებს იზიდავენ როგორც მაგნიტი.

05

სახლები სოფელში განლაგებულია პატარა კუნძულებზე და სხვა სახლებთან ხიდებითაა დაკავშირებული. ასეთი ხიდი აქ  50-ზე მეტია.

06

07

თითქმის ყველა სახლს ჩალისა და ლერწმის სახურავი აქვს. ჭაობიანი რაიონები მცხოვრებლებს დიდი რაოდენობით ლერწმით ამარაგებენ. ადრე ყველას არ ჰქონდა კრამიტიანი სახურავის გაკეთების ფუფუნება და ამიტომ ჩალითა და ლერწმით სარგებლობდნენ. ახლა კი პირიქით, კრამიტს ნაკლებად მოიხმარენ და მას უკვე ნაკლები ფასი აქვს.

08

09

სოფელმა ტურისტებში დიდი პოპულარობა მოიპოვა 60-იანი წლების შემდეგ, როცა ჰოლანდიელმა რეჟისორმა ბერტ ჰაანსტრამ აჩვენა ის თავის ფილმში.

010

011

არხებში ხალხი სასურველი ტრანსპორტით გადაადგილდება: ჩვეულებრივი ნავები, გასაბერი ნავები, პატარა კატერები, რომლებიც შეგიძლიათ იქირაოთ. ყველაფერი ელექტრომატორზეა.

012

013

014

კომენტარები: