,

ჯანმრთელი თმა 20 წუთში

უდავოა, რომ ჩვენი თმები ჩვენი სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნი შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით ქალებისთვის. ჯანმრთელ და ლამაზ თმას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.
სწორედ ამიტომ Facts.ge-მ გადაწყვიტა გაგიზიაროთ უბრალო და ძალიან ეფექტური ნიღბების რეცეპტები, რომლებიც თქვენს თმას აუცილებლად მოუხდება. მათ გაკეთებას კი მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.

1
ეს ეგზოტიკური ხილი, გარდა იმისა, რომ უხდება მექსიკურ კერძებს, ძალიან დადებითად მოქმედებს თმაზე. თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1. 1 ცალი მწიფე ავოკადო
2. 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
3. 1 ჩაის კოვზი თაფლი
4. 1 კვერცხი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. დაიტანეთ ნიღაბი თმაზე თანაბრად ძირიდან ბოლოებამდე. დაიცადეთ 20 წუთი, სანამ ნიღაბი შეიწოვება. ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით.

2
ალოე ვერა ცნობილია, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება სხვადასხვა დაავადების დროს. სხვა მხრივ, ეს მცენარე მატებს თმას ბზინვარებას და ხელს უწყობს ზრდას. თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1. 1 ფურცელი ალოე ვერა
2. 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი
გაჭერით ალოე ვერა შუაზე, დაანაწევრეთ და შეურიეთ ნუშის ზეთში, დაიტანეთ თმაზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და დაელოდეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

3
ბანანი ერთ-ერთი ყველაზე მკვებავი ხილია. მას ასევე შეუძლია ქერტლის მოშორება. თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1. 1 დიდი და მწიფე ბანანი
2. 1 ჩაის კოვზი თაფლი
ინგრედიენტები შეურიეთ და მიიყვანეთ პიურეს მსგავს მასამდე. დაიტანეთ თმაზე. დააცადეთ 20 წუთი, სანამ ნიღაბი შეიწოვება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რათა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს, ნიღბები უნდა იკეთოთ კვირაში ერთხელ. ამით თქვენი თმა შეიძენს სირბილესა და ბზინვარებას.

კომენტარები: