,

ხანმოკლე სიცოცხლის შესახებ

ერთხელ, ხუმრობის მიზნით, შევედი საიტზე, რომელიც ,,წინასწარმეტყველებს” სიკვდილის დღეს.

«შენ იცოცხლებ 89 წელი, 8 თვე და 11 დღე » — აი როგორი პროგნოზი მივიღე.

მე ახლა 26 წლის ვარ და მარტივი მათემატიკური გამოთვლებით გამოდის, რომ მე დამრჩა სიცოცხლის დაახლოებით 23190 დღე,19 საათი და ნახევარი. არც ისე ცუდია. თუმცა, თუ დავფიქრდებით, რომ ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, მაშინ დარჩება…

დარჩება 15 537 დღე.

ასევე, დაახლოებით 2 წელი ჩვენ ვუყურებთ სარეკლამო რგოლებს,რომელიც ყველგან ტრიალებს. 1 წელს ვანდომებთ დასუფთავებას, 3 თვე ვდგავართ საცობებში და 1 თვეს ვატარებთ სააბაზანოში.

და აი რჩება 14 262 დღე.

და კიდევ: კინაღამ დამავიწყდა მეთქვა: ჩვენი ცხოვრების დაახლოებით 10 წელიწადს ვატარებთ სამსახურში (განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს თავისი სამსახური).

და კიდევ სულ რაღაც 10 612 წელი.

და ამაში არ ითვლება დრო,რომელსაც ვატარებთ რიგში დგომისას, როდესაც ვუყურებთ არაფრისმომტან ტელეგადაცემებს,დრო,სანამ ველოდებით კომპიუტერის გადატვირთვას, მიკროტალღური ღუმელის გამორთვას და სხვა ბევრი რამ.

ჩვენ შეიძლება დაგვრჩეს სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე ათასი დღე, მაგრამ ეს, სულ არაფერს ნამდვილად სჯობს.

კომენტარები: