,

კლავიატურის სტიკერები, რომლებიც თქვენს ლეპტოპს ცნობილ ნახატებად აქცევენ

გინდა შენი ლეპტოპი აქციო ულამაზეს ყოველდღიურ ნივთად? მაშინ  ანას და სებასტიანის ეს სტიკერები შენთვისაა. ისინი დაგეხმარებიან შენი კომპიუტერი საყვარელი ნახატებით შეფუთო.

სტიკერები Etsy-ზე იყიდება. მათი გადაკვრა და მოშორება ძალიან მარტივია და არც ნარჩენებს ტოვებს. ისინი დამზადებულია  მყარი ვინილისგან და სილამაზესთან ერთად კლავიატურასაც იცავს!

“ჩვენ გვჯერა, რომ კარგი დიზაინი ყველაფერს უხდება და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის თუნდაც კლავიატურისთვის?” ამბობენ ანა და სებასტიანი. “თუ არ გვაქვს დრო მუზეუმში წასასვლელად, შეგვიძლია მივიღოთ ინსპირაცია პირდაპირ ჩვენი თითის წვერებიდან”. მათ საიტზე უამრავ ნამუშევარს ნახავთ: ბოტიჩელი, ვან გოგი, კანაგავა და სხვები. ამასთანავე, შეგიძლიათ თქვენი დიზაინიც შეუკვეთოთ!

მეტი ინფო: Etsy

famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-1 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-2 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-3 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-4 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-5 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-6 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-7 famous-paintings-keyboard-stickers-keyshots-8

კომენტარები: