მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

კლავიშების 7 კომბინაცია, რომელიც შეცვლის თქვენს საოფისე ცხოვრებას

თითქმის ყველა ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ კარგად ფლობს კომპიუტერს, საუბარია Windows-ზე თუ “მაკინტოშზე”. ამ შემთხვევაში 99% ცდება.

ამისთვის კი ერთი მიზეზიც საკმარისია – უმეტესობამ არ იცის საბაზისო კლავიატურული შემოკლებები. მართლაც, რა იცით ctrl+c-ს და ctrl+v-ს გარდა?

ამასთანავე, გამოკვლევები აჩვენებენ (და ნებისმიერი პროგრამისტი დაადასტურებს), რომ შორთ-ქათები რამოდენიმეჯერ უფრო ზრდიან კომპიუტერთან მუშაობის სისწრაფეს!

გთავაზობთ კლავიშების რამდენიმე კომბინაციას და გვჯერა, რომ ისინი დაზოგავენ თქვენი მუშაობის ათასობით საათს!

1. როგორ დავბლოკოთ კომპიუტერი, თუ გსურთ, რომ მას დროებით მოშორდეთ?

Business weather

არავის მოსწონს, როცა მისი ბოსი კითხულობს მის შეტყობინებებს ან ამჩნევს “სამარცხვინო” ფანჯარას მონიტოზე. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ არ გინდათ, რომ ვიღაც უყურებდეს თქვენს მონიტორს, როც ყავის მოსადუღებლად გახვალთ?

კლავიშების ეს სწრაფი კომბინაცია მომენტალურად დაბლოკავს თქვენს კომპიუტერს და შეძლებთ სრულყოფილად დატკბეთ შესვენების საათებით:

  • ვერსია Windows-სთვის: ღილაკი “გაშვება” (ქვედა მარცხენა რიგი, მეორე კლავიში) + L.
  • ვერსია Mac-სთვის: Cmd + Alt + Eject.

2. როგორ გავხსნათ მაშინვე შემთხვევით ჩახურული ფანჯარა?

სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირად გვემართება: ვხურავდით სხვა ფანჯარას ბროუზერში და შემთხვევით ჩავხურეთ სულ სხვა. იმის მაგივრად, რომ ეძებოთ ის ისტორიაში, გამოიყენეთ ეს კომბინაცია:

  • Windows-სთვის: Ctrl + Shift + T
  • Mac-სთვის: Command + Z (Safari) და Ctrl + Shift + T (Google Chrome).

3. რა ვქნათ, თუ კომპიუტერმა “გაჭედა”?

2

გვქონია მომენტი, როცა ვზივართ კომპიუტერთან, გახსნილი გვაქვს Photoshop და უცებ ყველაფერი იჭედება. როგორც წესი, ჩვენ ვიყენებთ Ctrl + Alt + Del გადატვირთვისთვის. თუმცა, ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი.

უკეთესია გამოვიყენოთ შორთ-ქათი, რომელიც მხოლოდ ამ ერთ “საზიზღარ” პროგრამას გააჩერებს:

  • Windows-სთვის: Ctrl + Shift + Esc
  • Mac-სთვის: Cmd + Option + Shift + Esc.

გეჭიროთ ეს კლავიშები 3 წამის განმავლობაში, და გაჭედილი პროგრამა ჩაიხურება, თქვენ კი შეძლებთ გააგრძელოთ მუშაობა და არ დაკარგოთ ყველა ცვლილება სხვა დოკუმენტებში.

მათთვის, ვინც არ იცის ამ კლავიშების კომბინაცია “მაკზე”:

3

4. როგორ ვიჟონგლიოროთ სწრაფად ფანჯრებით?

თქვენ ჯერ კიდევ მაუსს იყენებთ იმისთვის, რომ ერთი ფანჯრიდან მეორეზე გადახვიდეთ? ეეეჰ… ყველაფერი უფრო მარტივია.

  • Windows: Alt+Tab
  • Mac: Cmd + Tab

5. გვსურს, რომ სწრაფად შევინახოთ საიტის მისამართი?

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს კომბინაცია მილიონობით წუთს დაგვაზოგინებს:

  • Windows: Alt + D
  • Mac: Cmd + L

6. რა ვქნათ, თუ ბოსი უკნიდან მოგვეპარა?

Young man celebrating at laptop, in a living room
Young man celebrating at laptop, in a living room

ხშირად მუშაობა ძალიან გეზარებათ და სხვადასხვა სტატიებს ათვალიერებთ Facts.ge-ზე. კიდევ ათობით სხვა ფანჯარა გაქვთ გახსნილი. როგორ მოვაჩვენოთ თავი, რომ თქვენ მუშაობთ?

ეს შორთქათები უცებ გააქრობენ ბრაუზერების ფანჯრებს და დაუბრუნებენ ეკრანს Word-ს ან Excel-ს.

  • Windows : Windows + D
  • Mac : Fn + F11

7. როგორ გავაკეთოთ არა მთელი ეკრანის სქრინშოთი, არამედ იმის რაც გვჭირდება?

Windows-ის მომხმარებლები უკვე მიეჩვივნენ “Print Screen”-ის დაჭერას, როცა მეგობრებისთვის რაღაცის ჩვენება სურთ, მაგრამ ისეც ხდება, რომ ეკრანზე ბევრი რამ არის გახსნილი, ხოლო სურათის დაჭრა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

აი, როგორ უნდა მონიშნოთ ის, რაც გჭირდებათ:

  • Windows: Alt + Print Screen
  • Mac: Cmd + Shift + 3

აბა, როგორ მოგეწონათ? არ თქვათ, რომ ეს ის არ არის, რაზეც ოცნებობდით! და აუცილებლად გაუზიარეთ ეს თქვენს მეგობრებს ფეისბუქზე!

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 4

Upvotes: 2

Upvotes percentage: 50.000000%

Downvotes: 2

Downvotes percentage: 50.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

ამ წყვილმა დაამტკიცა, რომ სიყვარული ცრურწმენებზე ძლიერია

27 ფოტო, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ