,

შოკოლადის პეროგის სწრაფი და მარტივი რეცეპტი

ერთხელ თუ გასინჯავთ ამ პეროგს, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ და სხვა ნამცხვრებში არ აგერევათ. წარმოუდგენლად ფაფუკი, ნაზი ბისკვიტი, რომელიც პირში დნება და არომატული შოკოლადის კრემი- მსუნაგებისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

Facts.ge გთავაზობთ ნაცად რეცეპტს მარტივი ინგრედიენტებით, რომლისგანაც გამოვა იდეალური შოკოლადის პოროგი.

თქვენ დაგჭირდებათ:

ბისკვიტისთვის:

  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 6 მაგიდის კოვზი კაკაო
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

კრემისთვის:

  • 2 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 მაგიდის კოვზი ფქვილი
  • 1 კვეერცხი
  • შოკოლადის ფილა

მორთულობისთვის:

  • კენკრა
  • პიტნის ფოთლები

მომზადების წესი:

  •  ერთმანეთში აურიეთ შაქარი, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი, ჩაასხით თბილი რძე და მოურიეთ ათქვეფის გარეშე.
  • მიღებული თხევადი მასა ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180  °С-ზე.
  • ცალკე ქვაბში აადუღეთ რძე. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი,ფქვილი და შაქარი, ჩაასხით ცხელი რძე და თან ურიეთ. დადგით დიდ ცეცხლზე ადუღებამდე. ჩაყარეთ შოკოლადის ნატეხები და ურიეთ კრემის მასის მიღებამდე.
  • უკვე გამომცვხარი და გაციებული ბისკვიტი გაყავით ორად, წაუსვით კრემი და შეაერთეთ. დარჩენილი კრემი წაუსვით ზევიდან და მორთეთ კენკრით ან პიტნით.

კომენტარები: