მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

მაკიაჟის 8 ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ, იდეალურად გამოიყურებოდეთ

ყველა ქალი ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე. ყოველთვის მოიძეებნება რაღაც, რის შეცვლასაც მოვინდომბდით. მაგალითად, ცხვირის დაპატარავება, ჩაშავებული უპეების დაფარვა, ტუჩების გადიდება. ამისთვის სულაც არ არის საჭირო საოპრაციო მაგიდაზე დაწოლა. საჭიროა კოსმეტიკა და დრო.

Facts.ge წარმოგიდგენთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ გარეგნობის შეცვლაში.

 

როგორ დავიპატარაოთ სახე ვიზუალურად

1

კონტური – ყველაზე ეფექტური საშუალება სახის დასაპატარავებლად. ჯერ უნდა წაისვათ ტონალური კრემი (კანის ფერზე ორი ტონით მუქი) შუბლზე, ლოყებზე და ღაწვებზე. ჰაილაითერით გამოყავით შუბლის შუა ნაწილი, თვალები და გადაინაწილეთ ნიკაპამდე.

როგორ დავავიწროვოთ ცხვირი

2

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი და სწრაფი გზა არსებობს. კონტურული მუქი პუდრით დაიტანეთ ორი სწორი ხაზი. ცხვირის წვერსაც ვამუქებთ. უფრო  ღია პუდრი დაიტანეთ ხაზად, როგორც სურათზეა ნაჩვენები და კარგად გადაინაწილეთ. ასეთი ტექნიკა ცხვირს სხვადასხვანაირ ფორმას მისცემს.

როგორ დავფაროთ ჩაშავებული უპეები

3

ამისთვის გამოიყენეთ კონსილერი. ის უნდა დაიტანოთ შტრიხებით. ამით დაფარავთ მხოლოდ პრობლემურ ნაწილებს. პროცედურის წინ გაითბეთ თითები, ასე ბევრად მარტივია.

როგორ დავიპატარაოთ შუბლი

4

კოსმეტიკის საშუალებით შუბლის დაპატარავება ძალიან მარტივია.  ამისთვის დაგჭირდებათ ფუნჯი, ღრუბელი და რამდენიმე ტონით მუქი პუდრი. დაიტანეთ ის შუბლზე თმის ძირებთან ახლოს და გადაინაწილეთ თანაბრად.

როგორ გავადიდოთ თხელი წარბები

5

გამოიყენეთ ფანქარი ან სპეციალური ჩრდილები, გამოკვეთეთ წარბის დაბლითა და მაღლითა ხაზები. შეავსეთ ცარიელი ადგილები ხაზებს შორის ფანქრით. დაბლიდან წაისვით კონსილიერი.

როგორ გავადიდოთ თვალები

6

პატარა ზომის თვალები შეიძლება გამოიკვეთოს სწორად შერჩეული ჩრდილების საშუალებით. მთავარია ბევრი ფერი გამოიყენოთ ქუთუთოზე. სწორედ აქედან შეძლებთ გადაინაწილოთ ის თვალის დანარჩენ ნაწილზე.

როგორ გავადიდოთ თხელი ტუჩები

7

რათა ვიზუალურად გაიდიდოთ ტუჩები, შუა ნაწილზე წაისვით თეთრი ფანქარი. შემდეგ კი წაისვით კონტური. გადაინაწილეთ თითების ბალიშებით ფანქარი და ბოლოს დაფარეთ მბზინავი ტუჩსაცხით.

როგორ დავფაროთ სახეზე პრობლემური ადგილები

8

გამონაყარის ადგილას წაისვით კრემი, აცადეთ გაშრობა და დაიტანეთ პუდრი. შეგიძლიათ წაისვათ ტონალური, რათა დაფაროთ სიწითლე. არ არის რეკომნედებული ვარდისფერი პუდრის გამოყენება. უმჯობესია, იყოს შედარებით მუქი ფერები.

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

ელ გრეკოს შემოქმედება

15 სურათი, რომელიც გაგაცნობთ ახალი ზელანდიის ზღაპრულ სილამაზეს