,

მაყურებლების მიერ შეფასებული 20 შესანიშნავი ფილმი

ჯაშუშთა თამაშები | Spy Game

ზ1

პენსიაზე გასასვლელად მომზადებული ვეტერანი ჯაშუში ნათან მუირი შეიტყობს მისი ძველი პროტეჟესა და მეგობრის, ტომ ბიშოფის შესახებ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია პეკინში და სასიკვდილოდაა განწირული. მიუხედავად მათი ცუდი ურთიერთობისა, მუირი თანხმდება მისიაზე ბიშოფის გადასარჩენად.

სადგურის ზედამხედველი | The Station Agent

ზ2

როდესაც მისი ერთადერთი მეგობარი კვდება, ლილიპუტი საცხოვრებლად გადადის ნიუ–ჯერსიში და მას უწევს საკუთარ მორიდებულ ხასიათთან ბრძოლა.

უნდა ვილაპარაკოთ კევინზე | We Need To Talk About Kevin

ზ3

ქალი ბავშვობიდან ამჩნევს ვაჟს უცნაურ სოციოპათურ ქცევას, თუმცა მისი არავის ესმის, მეუღლესაც კი.

რა იცის მეისიმ | What Maisie Knew

ზ4

თანამედროვე ნიუ-იორკი, მეისი 7 წლის მოზარდია, ის განიცდის მშობლების როკ ვარსკვლავი დედის და დილერი მამის განქორწინებას.

ძვირფასო ზაქარი: წერილი შვილს მამის შესახებ | Dear Zachary: A Letter To a Son About His Father

ზ5

კინორეჟისორი ცდილობს რა უკვდავყოს მოკლული მეგობარი, აღმოაჩენს რომ ქალი, რომელმაც ის მოკლა, მეგობრისგან ფეხმძიმედ იყო

ყველაზე სწრაფი ინდიანი | The World’s Fastest Indian

ზ6

ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ახალზელანდიელი ბერტა მონროს ცხოვრების ისტორიას, რომელმაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი მიახარჯა თავისი საყვარელი მოტოციკლის გადკეთებას საშეჯიბრო ბოლიდში სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს მოტოციკლი მარკის “ინდიანი” იყო, გამოშვებული 1920 წელს და მის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 58 მილი/სთ აღწევდა. ოფიციალური რეკორდი (200 მილი/სთ) იყო დამყარებული! ეს 1967 წელს მოხდა.

მონანიება | Atonement

ზ7

პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი.

რა აწუხებს გილბერტ გრეიპს | What’s Eating Gilbert Grape

ზ8

გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის.

როგორ შევცვალოთ მსოფლიო | How to Change the World

ზ9

1971 წელს ეკოლოგების ჯგუფი გადაწყვეტს შეცუროს ატომურად დაბინძურებულ ზონაში, ისინი თავიანთი პროტესტით ცდილობენ შეცვალონ მსოფლიოს წარმოდგენა ამ საკითხთან დაკავშირებით.

შავი თევზი | Blackfish

ზ10

დოკუმენტური ფილმი რომელიც ასახავს ადამიანების დამოკიდებულებას ვეშაპების მიმართ. აჩვენებს თუ როგორი ნეგატიური შედეგი მოყვება ვეშაპების დახოცვას როგორც ადამიანებისთვის, ასევე, ვეშაპებისთვის.

მისტერ არავინ | Mr. Nobody

ზ11

მისტერ არავინ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ჰყავს ცოლი ელისი და სამი შვილი, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს რეალობა ქრება, იგი 2092 წელს 120 წლის ასაკში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მოხუცი და ამავე დროს ერთადერთი მოკვდავი ადამიანია მსოფლიოში, სადაც აღარავინ კვდება. მას ეს დიდად არ აწუხებს. იგი თავის თავს ერთადერთ კითხვას უსვამს: იცხოვრა თუ არა სწორი ცხოვრებით, უყვარდა თუ არა ის ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა, და ჰყავდა თუ არა ის შვილები, რომლებიც უნდა ჰყოლოდა. ახლა მისი მიზანი სწორი პასუხის პოვნაა.

სკაფანდრი და პეპელა | The Diving Bell and the Butterfly

ზ12

ჟურნალ ELLE FRANCE რედაქტორმა – ჟან-დომინიკ ბობიმ, 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც პარალიზებული იყო. პარალიზებას მხოლოდ მარცხენა თვალი გადაურჩა, რომლიც მეშვეობითაც გვერდით მჯდომ ადამიანს ანიშნებდა, როდესაც ის საჭირო ასობგერას წარმოთქვამდა. ჟან-დომინიკმა ასეთი გზით მთელი თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ მოყოლა შეძლო.

თავებზე მონადირე | Hodejegerne

ზ13

ყველას აქვს ოცნება. არავინ იღებს მას უსასყიდლოდ. თავებზე ნადირობა იწყება.

გრანდიოზული აფიორა | The Grand Seduction

ზ14

მოგესალმებით სამოთხეში, სადაც სრულდება ყველა სურვილი! პატარა ულამაზესი ქალაქი ზღვასთან. მოსახლეობა სულ რაღაც 120 გიჟი. მათ ნამდვილად სჭირდებათ კარგი ექიმი.

მხეცები არსაიდან | Beasts Of No Nation

ზ15

ფილმში ახალგაზრდა ბიჭ აგუს ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც აფრიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დაქირავებული ჯარისკაცი ხდება.

მოკლე ვადა 12 | Short Term 12

ზ16

გრეისი – სამედიცინო დაწესებულების ახალგაზრდა თანამშრომელი, პრობლემური მოზარდების განყოფილების ხელმძღვანელია. მისი ცხოვრება იცვლება ახალ ჯგუფზე დაკვირვებისას, რადგან, მასაც ჰქონდა ოდესღაც მსგავსი პრობლემები.

ღმერთო, დაიფარე ამერიკა | God Bless America

ზ17

ორი უცნაური ადამიანისგან შემდგარი დუეტი,რომელსაც ამერიკული პოპ კულტურა საშინლად აღიზიანებს,რეალითი შოუების ვარსკვლავებს და ყველა იმ ადამიანს კლავენ ვინც მათი აზრით მობეზრებული ჰყავთ.

სადგური “ფრუტვეილი” | Fruitvale Station

ზ18

ოსკარ გრანტი იყო ჩვეულებრივი 22 წლის ახალგაზრდა, მას ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მართალია ცოლს ღალატობდა, მაგრამ შეურიგდა მას და ცხოვრებაც თითქოს აეწყო. მას უყვარდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ის ცხოვრობდა სადგურ “ფრუტვეილთან” ახლოს, სწორედ აქ 2009 წლის დამდეგს პოლიციელმა იგი მოკლა აბსოლიტურად გაუგებარი მიზეზით.

დამწყებები | Beginners

ზ19

ერთ დღეს ახალგაზრდი შვილი მამას ორ ამბავს აცნობებს:პირველი,რომ იგი ავადაა და მეორე ის ,რომ სიყვარული ეწვია

ჰუმანიტარული მეცნიერებები | Liberal Arts

ზ20

ფილმის სიუჟეტი გვიყვება18 წლის ბიჭსა და კოლეჯის სტუდენტ გოგოზე, რომელთაც აერთიანებს წიგნისა და მუსიკის სიყვარული, მაგრამ მათ ხელს უშლის წლოვანებაში სხვაობა

კომენტარები: