მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

მსოფლიოს 11 ყველაზე სანახაობრივი ნაძვის ხე

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ხედი იშლება ფანჯრიდან — დევს თუ არა თოვლი მიწაზე ან ჩამწკრივებულია თუ არა პალმის ხეები, — ახალი წელი ყველასთვის სასიხარულო და მოსალოდნელი დღესასწაულია. და, რა თქმა უნდა, მისი წარმოდგენა შეუძლებელია მთავარი ატრიბუტის  — ნაძვის ხის გარეშე. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი მთავარი საახალწლო ხე, რომლის სანახავად უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი და ტურისტი იკრიბება.

პარიზი, საფრანგეთი

1
25 მეტრი სიგრძის ნაძვის ხე ამშვენებს ფრანგულ სავაჭრო ცენტრ Galeries Lafayette-ს.

მელბურნი, ავსტრალია

2

საახალწლო ნაძვის ხე აწყობილია Lego-ს ნახევარ მილიონზე მეტი დეტალისგან.

ვილნიუსი, ლიტვა

3

ეროვნული ნაძვის ხე საკათედრო მოედანზე.

ნიუ-იორკი, აშშ

4

საახალწლო ნაძვის ხის ექსტრავაგანტული გახსნა როკფელერის ცენტრში.

ტეგუსიგალპა, ჰონდურასი

5
ზომების და არაორდინალურობის წყალობით ეს ნაძვის ხე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მის აღმართვაში დაახლოებით 3 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გუბიო, იტალია

6

გუბიოს მაცხოვრებლებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ხედავენ მორთულ ნაძვის ხეს ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან: ის დამონტაჟებულია ინჯინოს მთაზე. საახალწლო ლამაზმანის სიმაღლე 650 მეტრზე მეტია, 1991 წელს ნაძვის ხე გინესის რეკორდებში მოხვდა.

ტაიბეი, ტაივანი

7

ამ დიოდური სანათებით გაფორმებული ხის სიმაღლე თითქმის 36 მეტრია. დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, მზის ჩასვლის შემდეგ, ყოველ ნახევარ საათში მიმდინარეობს განათებების წარმოდგენა.

რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

8

ეს ყველაზე დიდი საახალწლო ნაძვის ხეა, მისი სიმაღლე 82 მეტრია. ნაძვის ხე დამონტაჟებულია სპეციალურ მოცურავე პლატფორმაზე, ლაგოას ტბაში. ყოველ წელს ნაძვის ხეს სხვადასხვაგვარად რთავენ და აწყობენ განათებების შოუს.

ვაშინგტონი, აშშ

9

ეროვნული საახალწლო ნაძვის ხე.  დღესასწაულზე მოსახვედრად, მან 7 ათას კილომეტრიანი გზა “გამოიარა”, ალიასკიდან.

ბიბლოსი, ლივანი

10

ეს 35 მეტრიანი საახალწლო “სასწაული” დგას მსოფლიოს ყველაზე ძველ პორტში.

ტურინი, იტალია

11

ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხის ნახვა შესაძლებელია პიაცა კასტელოზე.

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

25 ფილმი საახალწლო განწყობით

ოჯახური ცხოვრება: მოლოდინი და რეალობა