in

მომწონს

ორი ფოტოგრაფის საოცარი სასიყვარულო ისტორია

შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი არ უნახავთ.

აარონი – ახალგაზრდა და კრეატიული ფოტოგრაფია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. როზიც ფოტოგრაფია, მაგრამ ის ბრიტანეთში მოღვაწეობს. შემთხვევითობის წყალობით, მათ ერთმანეთი ინტერნეტში შეამჩნიეს. ახალგაზრდებმა დაიწყეს ერთმანეთის ნამუშევრების რეგულარულად დათვალიერება, რამაც ორმხრივი სიმპათია გამოიწვია. შემდეგ კი უბრალოდ საოცარი რამ მოხდა: შეყვარებულებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ერთობლივი ფოტოები, 7 ათას კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად.

როზი უღებდა სურათს საკუთარ თავს და უგზავნიდა აარონს, რომელიც ირჩევდა ფერს, ინტერიერს და განათებას როზის კადრის შესაბამისად და “აწებებდა” მის კადრს თავის ფოტოს.

1

«ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფოტოა, იმის მიუხედავად, რომ არასდროს შევხვედრილვართ. მალე მე ყველაზე ბედნიერი გოგონა ვიქნები».

შედეგად, იმის მიხვედრა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები ერთად არ იყვნენ, თითქმის წარმოუდგენელი იყო. «ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი სამყარო, რომელშიც ერთად ვიქნებოდით. ამ ფოტოებზე ისე ახლოს ვართ, თითქოს ნამდვილი წყვილი ვართ. ასე გამოვხატავთ სიყვარულს ერთმანეთისადმი», — წერენ თავიანთ ბლოგზე.

2

«დღეს ვიღაცამ მკითხა, როგორ ვუმკლავდებით მე და აარონი დაშორებას. 4500 მილი, ხომ ძალიან დიდი მანძილია… თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამას ვერც ვამჩნევ. ყოველ ღამეს, როცა ტელეფონზე ვსაუბრობთ, ერთად ვიძინებთ. წამებს ვითვლი, იმ მომენტამდე, როცა ჩემკენ შემობრუნდება და ერთ ბალიშზე დავიძინებთ».

3

«ვფიქრობ, მალე შევხვდებით და რომ ახლა ყველაზე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ყოველ ღამით, ვგრძნობ, რომ ის ჩემთან ერთად არის და არა უბრალოდ სატელეფონო ხაზზე. ჩვენ თითქმის ერთად ვართ და ეს ყველაზე საოცარი გრძნობაა დედამიწაზე!»

4 5 6

«ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთზე დამოკიდებულები გავხდით და მე ის სიგიჟემდე მიყვარს».

7 8

«ასეთი უნდა იყოს ჩვენი პირველი კოცნა».

10

«ეს ფოტო ჩემი საძინებლის ფონზე შევქმენით. დაახლოებით 3 საათი დაგვჭირდა მის დასამუშავებლად, მაგრამ შედეგი საოცარია. ჩვენ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან და თან ისე შორს».

11
«ასე არასდროს არავინ მყვარებია და ვხვდები, რომ აარონიც იგივეს გრძნობს ჩემს მიმართ. მე შენთან მინდა».
13
«ისეთი ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა მალე ერთმანეთს შევხვდებით და ძალიან ვნერვიულობ პირველ შეხვედრაზე».

14 15 16

ისტორია, რომელიც თვითონ როზიმ მოგვიყვა, ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და შეყვარებული წყვილის ფოტოებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაახლოებით 10 თვის შემდეგ ისინი ერთმანეთს ინგლისში შეხვდნენ, წმინდა ვალენტინის დღეს.

«როცა აარონის შესახვედრად დღეს დილას აეროპორტში მივდიოდი, ძალიან აღელვებული ვიყავი და გამუდმებით ვნერვიულობდი. როცა მგზავრებს შორის ის ვერ დავინახე, ცუდად გავხდი. უცებ, ჩემთან ვიღაც მოხუცი ქალი მოვიდა და მკითხა, მართლა როზი ჰარდი ვიყავი, თუ არა. “კიდევ ერთხელ მომატყუეს”, – გავიფიქრე მე. შემდეგ კი მან ამიხსნა, რომ აარონის გვერდზე იჯდა ამ რეისზე და რომ ჩვენ ერთად ძალიან ხალისიან დროს გავატარებდით. ასევე მითხრა, რომ დიდი ბარგის გამო შეაყოვნეს და ეკითხებოდნენ, თუ რა იყო ინგლისში ჩამოსვლის მიზეზი. ძალიან შემეშინდა!

ზუსტად ამ მომენტში აარონი უკნიდან მომეპარა და ხელებში ამიყვანა! ეს უბრალოდ საოცარი შეგრძნება იყო! ჩვენი ისტორია ახლა იწყება!»

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

10 გზა, რომ იპოვოთ ახალი მუსიკა კომფორტულად

70 ფილმი, იმაზე თუ როგორ ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ სიყვარული