,

10 ყველაზე უცნაური ფობია

თუ გეშინია სიმაღლის, ფრენის, სივრცის და გგონია ეს არანორმალურია, მაშინ ეს სტატია შენთვის არის. საკმაოდ ბევრს აქვს ეს ფობიები, თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ფობიას, რომელიც არც თუ ისე ხშირად შეგხვედრიათ ან გსმენიათ.

10 ყველაზე უცნაური ფობია.

  1. დექსტროფობია  – შიში ობიექტების მიმართ, რომელიც მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ძირითადად ადამიანი ამ ფობიით ვერ იყურება მარჯვნივ, არასდროს ხელში არ აიღებს ნივთს რომელიც მარჯვნივ მდებარეობს და ა.შ
  2. ქსანტოფობია – ყვითელი ფერის შიში.  ეშინიათ ნებისმიერი ყვითელი ფერის ობიექტის ( მზე, ლიმონი, ყვითელი ფერის ტანსაცმელი და ა.შ)
  3. ოქტოფობია –  რიცხვი 8-ის შიში. ადამიანი ამ ფობიით არ ავა მე-8 სართულზე, არ დაჯდება კინოთეატრში მე-8 რიგში, თუმცა უსასრულობის ნიშნის რომელიც ასევე ჰგავს რვიანს მას ნაკლებად ეშინია.
  4. გრავიდოფობია – ორსული ქალების შიში.
  5. ფილოფობია – სიყვარულის შიში.
  6. ნომოოფობია – შიში, რომ ტელეფონზე არავინ არ დაგირეკავს.
  7. ვენუსტრაფობია – ლამაზი ქალების/გოგოების შიში.
  8. დორაფობია – ცხოველების შიში. მათ ეშინიათ ძაღლების, კატების და ასევე ეშინიათ იმ ტანსაცმლის რომელიც ნატურალური ბეწვისგანაა.
  9. ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების შიში. (აბა ვინ წაიკითხავს ამ სიტყვას სწრაფად? 😀 )
  10. კუმპუნოფობია – ღილების შიში.

 

კომენტარები: