,

12 ფსიქოლოგიური ფილმი, რომელიც დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი

ზოგჯერ, როცა რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგებით, გვსურს, რომ მომავალი დავინახოთ ან რაღაც ნიშანი მაინც მივიღოთ.

სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ მოგიმზადეთ სხვადასხვა ფილმების სია, რომლებსაც არჩევანის პრობლემა აერთიანებს. ისინი დაგეხმარებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

შორეულ სამეზობლოში / Quartier Lointain

1

პოპულარული კომიქსების ავტორი – მხატვარი თომასი, რომელიც 50 წელს გადაცილდა, მივლინებიდან სახლში ბრუნდება. მას სახლში მოსიყვარულე ცოლი და ორი ქალიშვილი ელოდება. თომასი შეცდომით სხვა მატარებელში ჩაჯდება და ალპებში გადაკარგულ პატარა ქალაქში აღმოჩნდება, რომელიც შვეიცარიის საზღვარზეა. სწორედ იმ ქალაქში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მატარებლის მომდევნო რეისამდე ბევრი დროა დარჩენილი, ამიტომაც ის დედის საფლავის მონახულებას გადაწყვეტს. თომასი სასაფლაოზე გონებას კარგავს და როდესაც აზრზე მოდის შორეულ წარსულში აღმოჩნდება.

ის / HER

2

თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. მალე ოპერაციულ სისტემასა და მას შორის რომანი იწყება.

მედისონის ხიდები / THE BRIDGES OF MADISON COUNTY

3

რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვუში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი – რობერტი შეუყვარდება.

ბატონი არავინ / MR. NOBODY

4

ფილმის მოქმედება არც ისე შორეულ მომავალში ხდება. მთავარი გმირი მოულოდნელად იღვიძებს 2092 წელს და ხედავს, რომ ის 120 წლისაა და ამავე დროს უკანასკნელი მოკვდავია პლანეტაზე, სადაც ბედნიერი უკვდავი ადამიანები ცხოვრობენ.

მე, ისევ მე და კვლავ მე / ME MYSELF I

5

ქალი, რომელმაც 30 წლისთვის გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა, რომელმაც მოინახულა მთელი მსოფლიო, არ არის აუცილებელი, რომ ბედნიერი იყოს. ერთ დღესაც პამელა აღმოაჩენს, რომ ილუზიებში ცხოვრობს. მოულოდნელი მოვლენები მის ცხოვრებას ცვლიან. სამი ბავშვი, მიტოვებული ქმარი და ძაღლი.

მამა კვლავ 17-ისაა / 17 AGAIN

6

ფილმი ახალგაზრდა მამაკაცზე მაიკ ო’დენელზე, რომელიც არ არის თავისი ცხოვრებით კმაყოფილი და ოცნებობს წარსულში დაბრუნებას, რომ შეცვალოს ის. ბედისწერა მას კიდევ ერთ შანსს მისცემს – ერთ დილას მაიკს გაეღვიძება და მიხვდება რომ კვლავ ჩვიდმეტი წლისაა…

ჩემი მფარველი ანგელოზი / MY SISTER’S KEEPER

7

ყოფილი ადვოკატი პრაქტიკას უბრუნდება, როდესაც უჩვეულო საქმე ხვდება. 13 წლის გოგონა მშობლებს სასამართლოში უჩივის, როდესაც იგებს, რომ ის სინჯარაში გაჩნდა. გოგონა ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ მხარში ამოუდგეს დას, რომელიც ლეიკემიით არის ავად

სიხშირე / FREQUENCY

8

ბევრს უნატრია მომავლის შეცვლა და სასურველი მიმართულებით წარმართვა, მაგრამ ის, რაც ადამიანთა ბედისწერაში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს, ბევრად უარესია, ვიდრე ის, რისი შეცვლაც სურთ.

სოფის არჩევანი / SOPHIE’S CHOICE

9

სტაირონის რომანის „სოფის არჩევანის“ ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს პოლონელ ქალზე. მან ნაცისტურ ბანაკში დაკარგა ქმარი და შვილები. ის ცდილობს იპოვოს ძალები, რომ გააგრძელეს ცხოვრება ომისშემდგომი პერიოდის მაძღარ და მშვიდ ამერიკაში.

ნეტავ / IF ONLY

10

სამანტასა და იანის რომანი ტრაგიკულად დასრულდა. სამანტა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, იანს საშუალება ექნებოდა, გადაერჩინა საყვარელი ქალი.

 უხამსი წინადადება / INDICENT PROPOSAL

11

თქვენ ცოლთან ღამის გათევაში გთავაზობენ მილიონ დოლარს , არავითარი კითხვები, არავითარი მოტყუება, თქვენი ყველა ფინანსური პრობლემა მოგავრებულია მყისიერად, ყველა ოცნების ახდენა გარანტირებულია. თანახმა ხართ? სწორედ ასეთი წინადადება მიიღო არქიტექტორმა დევიდ მერფიმ, მილიარდერისაგან , რომელიც მისი ცოლის სილამაზემ მოხიბლა.

უმანკოების ხანა / THE AGE OF INNOCENCE

12

რომანტიული ისტორია 19-ე საუკუნის 80-იანი წლებში ვითარდება . მთავარი გმირი წარმატებული ადვოკატია. კეთილშობილ მეი უელლანდთან ნიშნობა მას უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდება.

კომენტარები: