,

თეთრი კბილები – ეს მარტივია!

თუ თქვენ მუდამ ოცნებობდით ლამაზ ღიმილზე, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას. უპირველესყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს და მოუარეთ პირის ღრუს. ამასთან, Facts.ge წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ, შენარჩუნოთ კბილების სითეთრე და ჯანმრთელობა.

1. დაიცავით დიეტა

კბილებს ხშირად ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და წვენები აყვითლებენ. დალიეთ მაგალითად, მწვანე ჩაი, მინერალური წყალი, ან რძე. ეს პროდუქტები ნადებს არ წარმოქმნის.

9

2. კარგი კბილის ჯაგრისი

რათა გაისუფთავოთ კბილები სხვადასხვა საჭმლის ნარჩენებისგან, უნდა გამოიყენოთ კარგი და გამძლე ჯაგრისი.

3. ნადები ენაზე- თქვენი კბილების დიდი მტერი

აუცილებლად გაისუფთავეთ ენა კბილების გამოწმენდისას, რათა ნადებმა არ დაგიზიანოთ ისინი.

4. გამოიყენეთ პროდუქტები ნადების მოსაშორებლად

ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კიტრი, სტაფილო და ვაშლი, შეუძლიათ მოაშორონ ნადები კბილების ზედაპირიდან.

6

5. ჭამეთ მარწყვი

მარწყვში არსებული ვაშლის მჟავა, კალციუმი და ფტორი კარგად ათეთრებს კბილის ემალს და ატარებს დეზინფექციურ ბუნებას. მაწრყვის მიღების შემდეგ კი რამდენიმე საათი კბილები არ გამოიხეხოთ.

6. არ დაგავიწყდეთ კბილის ძაფი

კბილებს შორის სივრცეს ყველაზე მეტად ეს ძაფი ასუფთავებს.

7. არ დაგავიწყდეთ კბილების გამოხეხვა დილას და საღამოს

კბილების გახეხვა საჭიროა არა მხოლოდ დილით, არამედ ღამითაც. ღამით კბილების გასუფთავების შემდეგ თქვენ თავიდან აიცილებთ ემალის ფერის შეცვლას.

8. რჩევა ქალებს

კბილების ოპტიკურდ “გათეთრება” შეუძლია სწორად შერჩეულს ტუჩსაცხსაც. ამ შემთხვევაში სასურველია ღია ვარდისფერი.

10

9. სტომატოლოგთან ვიზიტი

თუ თქვენ არ გამოგადგათ არც ერთი ჩვენი რჩევა, მაშინ უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან, რომელსაც შეუძლია თქვენს კბილებს თოვლივით სიქათქათე შესძინოს.

კომენტარები: