,

ყოფილმა ცოლმა ქმარს არაფერი დაუტოვა, ძაღლის გარდა. მან კი აი რა მოიფიქრა

30-ე დაბადების დღეზე რაფაელ მანტესოს ცოლი დაშორდა. მან თან წაიყო ყველაფერი: სამზარეულოს ჭურჭელი, ავეჯი, ფოტოები, ნივთები და ყველანაერი გაფორმება. ერთადერთი რამ რაც რაფაელს მან დაუტოვა, – ეს ბულტერიერია სახელად ჯიმი ჩოუ.

“თეთრ და ცარიელ კედლებში, ჩემი საუკეთესო მეგობრის ჯიმის კამპანიაში, თითქოს შთაგონება ვიპოვე და დავიწყე ფოტოების გადაღება, როგორ მიედ-მოედება გახარებული ძაღლი ოთახს. შემდეგ მარკერი ავიღე და ახალი სამყაროს ხატვა დავიწყე ჯიმის გარშემო. მივხვდი, რომ ჩემში მხატვრობის ნიჭი დიდი ხანი იმალებოდა”, – გვიყვება რაფაელი.

მოკლედ ამ ბიჭმა ფოტოების მთელი სერია შექმნა, სხვადასხვა სიუჟეტებით. ახლა კი ამ წყვილს ინსტაგრამზე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ოქტომბერში კი გამოდის წიგნი საუკეთესო ფოტოებით.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

კომენტარები: