მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ისე რა

რა უნდა გავაკეთოთ 20 წლამდე, იმისთვის რომ ვიცხოვროთ ყველაზე კარგად 30-ის შემდეგ

თითოეულ ჩვენგანს კეთილდღეობასა და ჰარმონიაში უნდა ცხოვრება. ჩვენ არ გვაქვს უნივერსალური შემოთავაზება თუ როგორ მიაღწიოთ ბედნიერ ცხოვრებას, თუმცა არსებობს 12 გულღია ინტერნეტ-მომხმარებელი, რომლებმაც გვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეეცადნენ ფორმულირება მოეხდინათ იმ საკითხების, რომლებიც უნდა დაიწყოთ 20 წლის ასაკში იმისთვის, რომ 30 წელს ზევით უდარდელად იცხოვროთ.

  • ისწავლეთ ენები (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური). ეს მანევრირებისთვის ფართო სივრცეს გაგიჩენთ. ენების ცოდნა უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრების შანსს მოგცემთ.
  • გაიუმჯობესეთ მეხსიერება, გაიუმჯობესეთ კითხვის სიხშირე – ჩვენ ბობოქარ სამყაროში ეს გიხსნით ახალ ინფორმაციებში დაკარგვისგან.
  • მოელაპარაკოთ – ეს უნარია, რომელიც ყოველთვის საჭიროა. ის არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც გამოგადგებათ. თუნცდაც იმისთვის, რომ წვრილმან საკითხებზე არ მოგიხდეთ კონფლიქტი.
  • გაეცანით სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშების კულტურას – ეს მოგცემთ ჯანმრთელობას, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდით.

  • შეიყვარეთ ახლის შეცნობა, მიაჩვიეთ საკუთარი თავი საჭირო და თანამედროვე ლიტერატურის კითხვას, იმ შემთხვევაშიც კი თუ საერთოდ არ გინდათ ( და ფიქრობთ, რომ ის რაღაც სრულებითაც არ გჭირდებათ). რატომ? ტვინმა უნდა აამოქმედოს ახალი ნეირონები.
  • შეისწავლეთ სხვა ადამიანების ქმედებები. რაც უფრო მეტად გესმის მათი, მით უფრო სწრაფად დაუახლოვდებით მათ, შესაბამისად შეძლებთ მათ დახმარებას ან პირიქით – სარგებლის მიღებას.
  • შეგეძლოს ყველაფრის მიგდება! 20 წლის ასაკში ადვილია შეცდომის დაშვება, 25 წლის ასაკშიც. თუ თქვენ დაკარგეთ საუკეთესო წლები განათლებაში რომელიც არ დაგჭრდათ ან უაზრო სამსახურში, რომელსაც ცოტა ფული მოაქვს თქვენთვის, მიაფურთხეთ ყველაფერს და დაიწყეთ თავიდან.
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე. 30 წლის ასაკიდან ცხოვრება თავისით მოიტანს უსიამოვნებეს და ამისთვის აუცილებელია „შავი“ პერიოდების გადატანა. ინერვიულებთ? – ჩაიდენთ სულელურ ქმედებებს.

 

  • კარგი ცხოვრება არ დააკავშროთ ფულთან. გვერწმუნეთ, თუ თქვენ ნებისმიერ საქმიანობას შეხედავთ არამატერიალისტურად, მუდმივად გაიუმჯობესებთ უნარებს, ისწავლით ახალს, იფიქრებთ და იზრუნებთ საკუთ საქმეზე მთელი გულით, თქვენ აუცილებლად გახდებით პროფესიონალი გარკვეული პერიოდის შემდეგ. პროფესიონელები კი ყოველთვის ფასობენ.
  • უნდა ისწავლოთ ფულის დაგროვება, გაიგოთ როგორ ურთიერთობთ ფულთან. ამის გარეშე თქვენ მას მხოლოდ დახარჯავთ, მთლიანად! ძალიან ბევრიც რომ გქონდეთ მაინც, შესაბამისად მომავლზე (საპენსიო ასაკზე) დიდად ვერ იზრუნებთ, ოჯახის და შვილების დახმარებაზე აღარაფერს ვამბობთ.
  • რატომღაც ყველა სამსახურზე წერს. მის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ არის მეორე და არც ისე უმნიშვნელო მხარეც. შეხედეთ თქვენს ოჯახს, თქვენს მშობლებს, ახლო მეგობრებს, რომლებიც 7-10 წლით უფროსები არიან თქვენზე, ესენი არიან ადამიანები, რომელთა წყალობით გიყალიბდებათ ხასიათი და მსოფლმხედველობა. შეხედეთ და შეაფასეთ: რა ჭირდებათ მათ? რა გახდიდა მათ ცხოვრებას უფრო მარტივს? – ის თვისებები რაც მათ არ აქვთ. ამის გაცნობიერება დაგეხმარებთ თქვენივე ცხოვრების გასამარტივებლად.
  • არ დაგავიწყდეთ ახლობელი ადამიანები და განსაკუთრებით მშობლები, დრო ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ შეეცადეთ დახარჯოთ ის მათზე, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

What do you think?

1 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

12 აკრძალვა და შეზღუდვა რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში შეხვდებით

15 შედევრი რომლის წყალობით ახალ სამყაროს ნახავთ