მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

რას კითხულობენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში

Facts.ge-მ შეისწავლა სკოლს პროგრამები და შეადგინა სია, რომლის მიხედვითაც თქვენ გაიგებთ, თუ რას ასწავლიან სხვადასხვა ქვეყანაში.

საფრანგეთი

1

საფრანგეთში ცალკე საგანი “ლიტარატურა” არ არის. მოსწავლეები კითხულობენ მშობლიური ენის გაკვეთილებზე. სკოლის პროგრამაც არ არის. არის რეკომენდებული ლიტერატურის სია, რომელთაგან ყველა სკოლა, მასწავლებელი ან ბავშვები თავად ირჩევენ სასურველს. საფრანგეთის ლიტერატურია იკითხება აუცილებლად:

  • “საბრალონი” ვიქტორ ჰიუგო
  • “წარმოსახვითი ავადმყოფი” ჟანა-ბატისტა მოლიერა
  • “ჟერმინალი” ემილია ზოლია
  • “პატარა პრინცი” ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  • “მადამ ბოვარი” გუსტავ ფლობერი

ამერიკის შეერთებული შტატები

1

როგორც საფრანგეთში, აშშ-შიც არ არის ერთიანი სალიტერატურო პროგრამა. ყველაზე პოპულარულ წიგნებში შედიან:

  • “ნუ მოკლავ ჯაფარას” ჰერპერ ლი
  • “ჰეკლბერ ფინის მოგზაურობა” მარკ ტვენი
  • “ბუზთა ბატონი” უილიამ ჰოლდნგი
  • “დიდი გეთსბი” ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
  • “მეწამული სიმბოლო” ნათანიელ ჰოთორნი

დიდი ბრიტანეთი

1

დიდ ბრიტანეთში სკოლის პროგრამა მარტივია- მას შეადგენს ინგლისური კლასიკის ნიმუშები. ვინაიდან ინგლისური კლასიკა მსოფლიო ლიტერატურაშიც სახელგანთქმულია, სია თქვენთვის ნაცნობი იქნება:

  • “დიდი იმედები” ჩარლზ დიკენსი
  • “სიამაყე და ცრურწმენა” ჯეინ ოსტინი
  • “თაგვებსა და ადამიანებზე” ჯონ სტეინბეკი
  • “ფრანკენშტეინი” მერი შელი
  • “ჟეინ ეირი” შარლოტა ბრონტე
  • “ჰარი პოტერი და ფილოსოფიის ქვა” ჯოან როულინგი

ნიდერლანდები

1

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნიდერლანდებში კლასიკურ ლიტერატურას ნაკლებად კითხულობენ. რეკომენდებული ლიტერატურის სიაში ძირითადად თანამედროვე წიგნები შედის:

  • “ბინდი” სტეფან მეიერი
  • “შიმშილის თამაშები” სიუზენ კოლინზი
  • “მეორე შანსი” ფლიპ პოცო დი ბორგო (ამ წიგნის მიხედვითაა გადაღებული ფილმი “ხელშეუხებელნი”)
  • “თავშესაფარი. დღიური წერილებში” ანა ფრანკი

გერმანია

1

ლიტერატურული განათლების საკითხები გერმანიაში ყველა ფედერაციულ მიწაზე გვარდება. საერთო პუნქტები მაინც გამოიყოფა. თუმცა, პირველ რიგებში მაინც გერმანელი მწერლები არიან.

  • “ნათან ბრძენი” ჰორჰოლდ ეფრაიმ ლესინგი
  • “ფაუსტი” იოჰან ვოლფგანგ გოეთე
  • “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” ერიხ მარია რემარკი
  • “მოხუცი და ზღვა” ერნესტ ჰემნგუეი
  • “მეტამორფოზა” ფრანც კაფკა

თურქეთი

1

პირველი და მთავარი ტექსტი, რომელიც ყველა თურქმა მოსწავლემ უნდა იცოდეს, ეს არის ნაციონალური ჰიმნი. სკოლებში მღერიან მას ყოველდღე გაკვეთილების დაწყებამდე. ისინი,უპირველესყოვლისა, ეცნობიან მშობლიურ და მეზობლების ლიტერატურას:

  • ზღაპარი”ქერემი და ასლი”
  • დივანის პოეზია
  • “მოგზაურის წიგნი” ევლია ჩელები
  • “დრინის ხიდი” ივო ანდრიჩი
  • “თეთრი გემი” ჩინგიზ აითმათოვი

ჩინეთი

1

ჩინური ლიტერატურის ფუძეს 4 რომანი წარმოადგენს, რომელიც უნდა წაიკითხოს ჩინეთის ყოველმა მოსწავლემ, და ასევე ისეთი ნაკლებად ცნობილი ჟანრი, როგორიცაა იუანური დრამა, ტანური პოეზია, ისტორიული ქრონიკები, დინასტიური ისტორიები და სხვა. აი რამოდენიმე მაგალითი, რომელიც რეკომენდირებულია წასაკითხად:

  • “განხილვა და საუბრები” კონფუცი
  • კლასიკური რომანები- “ძილი წითელ სასახლეში”, “მოგზაურობა დასავლეთში”, “სამი სამეფო”
  • ტანგის პოეზია
  • “როგორ იწრთობოდა ფოლადი” ნიკოლაი ოსტროვსკი

კოლუმბია

1

ლათინო ამერიკამ მსოფლიოს აჩუქა მშვენიერი საჩუქარი მაგიური რეალიზმის ჟანრისა და ბევრი მშვენიერი ავტორის სახით, რომლებიც მოსწონთ და უყვართ მთელ მსოფლიოში. ზუსტადაც ლათინო ამერიკული მწერლები შეადგენენ ლიტერატურის დიდ ნაწილს, რომლებსაც კოლუმბიელი მოსწავლები კითხულობენ სკოლაში. მაღალ კლასებში ისწავლება უცხოური კლასიკა. აი აუცილებელი წიგნები კოლუმბიელი მოსწავლეებისათვის:

  • “მარტოობის ასი წელწადი” გაბრიელ გარსია მარკესი
  • “მორცხვი გმირი” მარიო ვარგას ლიოსი
  • “კლასობანა” ხულიო კორტასარი
  • პაბლო ნერუდის ლექსები
  • “დონ კიხოტი” მიგელ სერვანტესი

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

კვირაში რამდენ საათს მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

უცნობი ფაქტები ალბერტ აინშტაინზე