, ,

რას მიირთმევენ ტკბილეულის მოყვარულები მსოფლიოს 20 ქვეყანაში

ხშირად საკუთარ თავს უარს ვერ ვეუბნებით, რომ რაიმე გემრიელი მივირთვათ. ზოგი მიჩვეულია პოპოლარული დესერტებით ტკბობას, ზოგს ეგზოტიკური დელიკატესები ხიბლავს.

Facts.ge წარმოგიდგენთ ტრადიციულ დესერტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც აუცილებლად ღირს გასასინჯად.

ტირამისუ, იტალია

01

ამ რამდენიმეფენიანმა მსუბუქმა დესერტმა მსოფლიო დაიპყრო. მისი მთავარი ინგრედიენტებია- მასკარპონეს ყველი, ყავა და ორცხობილა.

შოკოლადის ტორტი “გინესი”, ირლანდია

02

ეს ტორტი ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუთავსებელი ინგრედიენტებისგან შედგება- შოკოლადი და ლუდი. ირლანდიელებმა ის შობისა და წმინდა პატრიკის დღესასწაულისთვის გამოიგონეს.

ჩიზქეიქი, ამერიკა

03

ჩიზქეიქი არის რბილი დესერტი ხაჭოს მუსით ან ყველით. პირველად ის გაჩნდა ძველ საბერძნეთში, დღეს კი მთელ მსოფლიოში უყვართ, განსაკუთრებით კი ამერიკაში.

პიკარონესი, პერუ

04

ამ დესერტს ბევრი მიირთმევს სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ სწორედ პერუში მიიღო მან მეგაპოპულარული დესერტის სტატუსი. მას გოგრისა და ტკბილი კარტოფილისგან ამზადებენ. სუფრაზე მიაქვთ თავფლთან ერთად.

ალფახორი, არგენტინა

05

ალფახორი- ეს მრგვალი ორფენიანი ორცხობილაა, გაჯერებული კარამელით ან ჯემით. ზევით აყრიან შაქრის პუდრს ან ქოქოსს.

პუდინგი, ინგლისი

06

XII საუკუნეში პუდინგს აკეთებდნენ ხორცისგან, დღეს კი ის ნაციონალური ინგლისური დესერტია. კეთდება კვერცხის, შაქრის, რძის და ფქვილისგან.

“რუსული ქუდი”, ხორვატია

07

სახელი დესერტმა მიიღო ყაზახური ფაფახის გამო. რეცეპტი მარტივია, ბისკვიტი იფარება შოკოლადით და აყრია ქოქოსი.

ტორტი “ზახერი”, ავსტრია

08

ეს ტორტი გამოიგონა ცნობილმა კონდიტერმა ფრანც ზახარმა XIX საუკუნეში. დღემდე ეს ტორტი შოკოლადითა და გარგარით ავსტრიელების საყვარელი დესერტია.

ტრდლო, ჩეხეთი

09

ტრდლო- ეს არის ტკბილი ხვეულები სხვადასხვანაირი შიგთავსით. მას ღია ცეცხლზე ამზადებენ და მიტანამდე ასველებენ შაქრისა და დარიჩინის სიროფში. ზევიდან აყრიან კაკალს ან ქოქოსს.

ჩუროსი, ესპანეთი

010

ესპანელების ყველაზე საყვარელი დესერტი – ეს შემწვარი ჩხირებია. სუფრაზე მიაქვთ ცხელ შოკოლადთან ერთად.

ეკლერი, საფრანგეთი

011

ეკლერი- ეს არის ნამცხვარი, კრემიანი შიგთავსით. თუმცა, საფრანგეთში ის შეიძლება მლაშეც გააკეთონ.

ხილი კარამელში, ჩინეთი

012

დესერტი კეთდება ძალიან მარტივად. კარამელის მისაღებად ურევენ შაქარს, წყალსა და ლიმონის წვენს, შემდეგ უბრალოდ ამოავლებენ ხილს. ის შეძლება იყიდოთ ქუჩაშიც და მიირთვათ  ელიტურ რესტორანებშიც. თავიდან შეგხვდებათ ვაშლი ან მანდარინი, შემდეგ კი ანანასი, მსხალი ან ბანანი.

ვაგასი, იაპონია

013

კეთდება ბრინჯის, წაბლის, სხვადასხვა ბალახეულისა და ჩაისგან. თუმცა აპონიაში ვაგასი ცნობილია, როგორც დესერტი, ის სულაც არაა ტკბილი.

ხაჭოს ალადები, რუსეთი

014

როგორც წესი, კეთდება ქიშმიშის, კაკლის, ვაშლისა და მხსლის დამატებით. სუფრაზე მიაქვთ შესქელებული რძით, არაჟნით ან მურაბით.

გულაბჯამუნი, ინდოეთი

015

ტკბილი ბურთები მშრალი რძით სიროფში.

ორცხობილა ჰანგვა, კორეა

016

ტრადიციული კორეული ტკბილეული თაფლითა და ლამაზი ყვავილებით.

კუკსისტერები, იუარი

017

ფაქტობრივად, ეს არის ჩვენთვის ცნობილი ე.წ “პონჩიკები”, უბრალოდ დახვეული ფორმის. ზევიდან ასხამენ სიროფს.

ბლინები პანდანუსის ფოთლებისგან, ინდონეზია

018

პანდანუსი- ეს ეგზოტიკური მცენარეა, რომელითაც ამზადებენ ბევრ აზიურ კერძს, მისგან ინდონეზიაში ბლინებსაც აცხობენ.

ფახლავა, თურქეთი

019

ფახლავა- ეს თურქეთის სავიზიტო ბარათია. მას რამდენიმე ფენა აქვს, ყოველ ფენას უსმევენ თაფლსა და კარაქს, აყრიან ნიგოზს.

ტორტი “პავლოვა”, ავსტრალია

020

ეს ჰაეროვანი ტორტი შედგება ბეზესგან, ათქვეფილი ნაღებისა და ხილისგან. ის შეიქმნა ბალერინა ანა პავლოვას ვიზიტისთვის მწვანე კონცერტზე.

კომენტარები: