,

როგორ დააკავეს მხატვარი “მონა ლიზას” მოპარვისთვის და რატომ ჩხუბობდნენ მის გამო ქალები

pablo-picasso-1
პაბლო რუის პიკასო

ცნობილი მხატვრის ცხოვრებაში იმდენი საოცარი რამ ხდებოდა, რომ ახლა რთულია გავარკვიოთ, რომელია სიმართლე და რომელი – სიცრუე. ის თვითონ იყო გატაცებული იდუმალებით და ერთი და იგივე ფაქტს ყოველ ჯერზე ახლებურად, სხვადასხვა დეტალების დამატებით წარმოგვიდგენდა. პაბლო პიკასოს სახელთან იმდენი მითია დაკავშირებული, რომ რეალური ისტორიებიც კი მონაჭორს ჰგავს.

მხატვარი, რომლის სახელსაც უამრავი მითი უკავშირდება
მხატვარი, რომლის სახელსაც უამრავი მითი უკავშირდება

იდუმალებით სავსე ისტორიები პიკასოს დაბადებიდანვე თან სდევდა. იმის გამო, რომ ახალშობილი არც ტიროდა და არც ყვიროდა, ყველამ ჩათვალა, რომ ის მკვდარი იყო. მისმა ბიძამ სალვადორმა რეანიმაციის ძალიან უცნაურ მეთოდს მიმართა: ბავშვს სახეში სიგარეტის ბოლი შეასუნთქა, ის კი უმალ გამოფხიზლდა და ტირილი მორთო. მოხდა თუ არა ეს სინამდვილეში – არავინ იცის, თუმცა თვითონ მხატვარი ამ ისტორიას სწორედ ასე ყვებოდა და ამატებდა, რომ ამ მიზეზის გამო ცხოვრებაში არასდროს მიუტოვებია სიგარეტის მოწევა.

პაბლო პიკასო ბავშვობაში
პაბლო პიკასო ბავშვობაში

ამბობენ, რომ პიკასოს ნამდვილი სახელის წარმოთქმა ან დამახსოვრება შეუძლებელია. მართლაც, ესპანური ტრადიციის თანახმად, ბავშვის მონათვლისას, მას წმინდანების და ნათესავების უამრავ სახელს არქმევდნენ. მხატვრის სრული სახელი – პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპოსუმენო მარია დე ლოს რემედიოს კრისპინ კრისპინიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის პიკასო.

"ცოდნა და მოწყალება" - ნახატი, რომელიც პიკასომ 16 წლის ასაკში შექმნა.
“ცოდნა და მოწყალება” – ნახატი, რომელიც პიკასომ 16 წლის ასაკში შექმნა.

პიკასოზე მითების შექმნაში დიდი როლი მიუძღვის დედამისს. ის გამუდმებით იმეორებდა: “ის იმდენად ლამაზი იყო, თითქოს ანგელოზი და ეშმაკი ერთდროულად, რომ მისთვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელი ხდებოდა”. მამა კი ამავდროულად სხვა ლეგენდას ქმნიდა – ვუნდერკინდის ნიჭის ადრეულ ასაკში აღმოჩენის შესახებ. ამბობენ, რომ პიკასომ ხატვა ლაპარაკზე ადრე დაიწყო და როცა ბიჭი 13 წლის გახდა, მისი პირველი გამოფენა მოეწყო, მისი მამა – შეუმდგარი მხატვარი და ფერწერის პირველი მასწავლებელი – გამოტყდა, რომ შვილმა აჯობა და მას თავისი ფუნჯები გადასცა. სიმართლე კი ის არის, რომ პირველი ნახატი ბიჭმა მართლაც 9 წლის ასაკში შექმნა, მაგრამ მისი ვუნდერკინდად მონათვლა მაინც რთულია: სკოლის დამთავრების მომენტშიც კი პიკასოს უჭირდა კითხვა და დათვლა.

პაბლო პიკასო და ოლგა ხოხლოვა
პაბლო პიკასო და ოლგა ხოხლოვა

ერთ რამეს პიკასოს დედა ნამდვილად არ აჭარბებდა: “ჩემ შვილთან, რომელიც შექმნილია მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სხვა არავისთვის, ბედნიერი ვერ იქნება ვერცერთი ქალი”. მხატვარს ბევრი საყვარელი ჰყავდა და მათ საკმაოდ უხეშადაც ექცეოდა, ზოგჯერ კი სადისტური გამოვლინებებიც ჰქონდა. როგორც კი ქალი ავად გახდებოდა ან დაფეხმძიმდებოდა, მისდამი ყველანაირ ინტერესს კარგავდა. ხოლო როცა მარია-ტერაზა ვალტერმა და დორა მაარმა ის არჩევანის წინაშე დააყენეს – ან ერთი ან მეორე – მან ქალებს შესთავაზა, რომ თვითონ გაერკვიათ, რომელი წავიდოდა. მათ შორის ნამდვილი ჩხუბი ატყდა, მოგვიანებით კი პიკასომ ამ მომენტს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი უწოდა თავის ცხოვრებაში და ნახატიც კი მიუძღვნა “ჩიტები გალიაში”. მისი საყვარლებიდან ორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: მარია-ტერეზა ვალტერმა პიკასოს სიკვდილის შემდეგ 4 წელიწადში თავი ჩამოიხრჩო, ჟაკლინ როკი კი მონასტერში წავიდა და 13 წლის შემდეგ მოიკლა თავი.

მარცხნივ - პიკასო. ჩიტები გალიაში, 1937. მარჯვნივ - მარია-ტერეზა ვალტერი
მარცხნივ – პიკასო. ჩიტები გალიაში, 1937. მარჯვნივ – მარია-ტერეზა ვალტერი

წლების მანძილზე პაბლო პიკასოს და მარკ შაგალს მეგობრობა აკავშირებდათ. თუმცა, ერთხელ, სადილის დროს, პიკასომ მეგობარს უხერხული შეკითხვა დაუსვა, თუ როდის აპირებდა რუსეთში დაბრუნებას. ისიც არ დაიბნა: “მხოლოდ თქვენს შემდეგ. გამიგია, რომ იქ ძალიან უყვარხართ, რასაც თქვენს ნახატებზე ვერ ვიტყვით. ეცადეთ იქ იმუშაოთ, მე კი ვნახავ, ეს როგორ გამოგივათ”. პიკასო გაბრაზდა: “ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში ეს ბიზნესის საკითხია. იქ არ წახვალთ, თუ ამაში ფული არ იქნება გარეული. ამით დამთავრდა ორი დიდებული მხატვრის მეგობრობის ისტორია.

მარკ შაგალი და პაბლო პიკასო, 1941
მარკ შაგალი და პაბლო პიკასო, 1941
პაბლო რუის პიკასო
პაბლო რუის პიკასო

ერთხელ პიკასომ მეგობართან, პოეტ აპოლინერთან საუბრის დროს თქვა, რომ ლუვრი ცეცხლში უნდა დამწვარიყო. 1911 წელს კი მუზეუმიდან და ვინჩის ნახატი “მონა ლიზა” მოიპარეს. აპოლინერმა მაშინვე პიკასოს დაადო ხელი. ის დაკითხვაზე დაიბარეს და ქალაქში გავრცელდა ხმები, რომ ამ ძარცვასთან პიკასოს ჰქონდა კავშირი. რა თქმა უნდა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ საქმესთან, მაგრამ მითი დარჩა ისტორიაში.

გამოჩენილი ესპანელი მხატვარი, მოქანდაკე, კერამიკოსი და დიზაინერი.
გამოჩენილი ესპანელი მხატვარი, მოქანდაკე, კერამიკოსი და დიზაინერი.

ამბობენ, რომ მხატვარს უამრავი უცნაური ფობია ჰქონდა. მას არ უყვარდა თმის შეჭრა და ამ საქმეს დალაქებს არ ანდობდა: თვითონ იჭრიდა და თმებს ინახავდა, როგორც საკუთარი თავის ღვთაებრივ ნაწილს. ამის გარდა, პიკასოს ეშინოდა ჯარში წასვლის, კიბოთი დაავადების, ეშინოდა, რომ დასცინებდნენ არაპროპორციული აღნაგობის გამო.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი ფერწერის ისტორიაში.
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი ფერწერის ისტორიაში.

პიკასო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული  მხატვარი მსოფლიოში და ეს მართლაც არ არის გადაჭარბებული. 2008 წელს მისი ნახატების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 262 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010 წელს ნახატი „შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“ 106,482 მილიონ დოლარად გაიყიდა. პიკასო სიცოცხლეშივე გახდა მილიონერი, მაგრამ არასდროს იყო დაკავებული ქველმოქმედებით და არ გამოირჩეოდა სიუხვით.

pablo-picasso-11 pablo-picasso-12

კომენტარები: