,

როგორ დავხატოთ ადამიანის პროპორციები სწორად

იმისათვის რომ ადამიანი დავხატოთ, უნდა ვიცოდეთ სწორი პროპორციები. თუ მხატვარი თავიდანვე პროპორციების გარეშე ხატავს, ხშირ შემთხვევაში ნახატი აღარ ივარგებს. ამიტომ ყოველთვის როდესაც ხატვას დაიწყებთ, ჯერ სწორად გამოთვალეთ პროპორციები.

თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია.

მამაკაცის სხეულის პროპორციები:

ადამიანის სხეული შედგება – თავისგან, ტორსისგან, ხელებისგან და ფეხებისგან. იმისათვის რომ ჩვენი პროპორციები იყოს სწორი, გაზომვის ერთეულად ავიღოთ თავის სიმაღლე. ერთი სიტყვით ადამიანის სხეულის პროპორციები იზომება თავის რაოდენობით, რომელიც ეტევა ტორსში, ფეხებში და ხელებში.

untitled-5-recovered-copy

ქალის სხეულის პროპორციები:

ქალის პროპორციები იზომება იგივენაირად (თავის სიმაღლით). თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ხატვის სტილზეც, მამაკაცის ნახატისგან განსხვავებით ხაზები აქ უფრო ნაზი, რბილი და ნათელია. ცნობილია რომ სხვადასხვა დროში, ხატვის სტილიც იცვლებოდა, თუმცა ჩვენ დროის ეტალონად მაინც მაღალი და ტანადი ქალი რჩება. ამიტომაც პროპორციები შესაბამისია.

სიმაღლის პროპორციები თითქმის მამაკაცის იდენტურია, 2ის გამონაკლისით.

untitled-5-recovered-copy

კომენტარები: