,

როგორ ვისწავლე 1 წუთში დაძინება

“ყველაფერი დაიწყო ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილამდე ერთი კვირით ადრე. მაშინ ჩემმა დაღლილობამ და ნერვულმა აშლილობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ვერაფრის ვერ ვიძინებდი. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ უნდა მომემზადებინა მისალოცი ტექსტი. ჩემი სიმორცხვე და ფიქრი იმაზე თუ რა მოხდებოდა ტექსტის წაკითხვის მომენტში არ მაძლევდა ძილის საშუალებას..

3 დღის გათენების შემდეგ ჩემ თავს გამოვუტყდი, რომ ზედმეტად ბევრს ვნერვიულობდი და რჩევა ვკითხე პატარძლის დედას. მან მირჩია ერთი მეთოდი, რომელიც დამეხმარებოდა. მე კი მას დავუკერე, ეს ქალი ხომ უკვე რამდენიმე წელია მედიტაციის სეანსებს ატარებს და აქვს ლიცენზია გამოსაჯანმრთებელი ქცევების პრაქტიკებში. რა უნდა ვთქვა, მისმა რჩევამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება!”

ყველაზე კარგად დაიმახსოვრებთ ამ მეთოდს თუ მას დაარქმევთ “4-7-8”.  აი რა უნდა გააკეთოთ:

  1. მშვიდად შეისუნთქეთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში.
  2. შეიკავეთ სუნთქვა 7 წამით..
  3. ამის შემდეგ დაუჩქარებლად ამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში.

აი ასეთი მარტივია ყველაფერი. ეს სასუნთქი ვარჯიში ანელებს ჩვენს გულისცემას და ამშვიდებს მას. რაც ყველაზე მთავარია ეს ძალიან სწრაფად ხდება – მხოლოდ რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ. ეს მუშაობს. რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს.

კომენტარები: