,

სად ვიპოვოთ იდეალური მამაკაცი

ლამაზი სურათები და ციტატები სიყვარულზე ძალიან გავრცელებულია სოციალურ ქსელებში. მათ ალაიქებენ, აზიარებენ და აკოპირებენ სხვადასხვა ასაკის ქალბატონები.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის,რომ ყველა პოსტს აქვს ერთი საერთო მახასიათებელი. ეს პოსტები არის იდეალურ მამაკაცებზე, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებზე,რომლებზეც ყველა გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობაში ოცნებობდა.

იდეალური მამაკაცი- არის მოწესრიგებული,ლაზათიანი, გამორჩეული არომატული სუნამოთი,რომელიც რეკავს გაუფრთხილებლად და გიხსნით სიყვარულს. ის ჩვენ ყოველ დილით გვაღვიძებს პატარა სასიამოვნო შეტყობინებით და ყოველ კვირას გვჩუქნის თაიგულს. ჩვენი იდეალური პრინცი არასოდეს გაიხედავს სხვისკენ,მაშინაც კი, როცა ჩვენ მასთან ერთად არ ვართ.  ის წინასწარ ხვდება ჩვენს სურვილს და მზადაა შეასრულოს ნებისმიერი ჩვენი კაპრიზი. თუკი მას ვუყვარვართ, ყველაფერს იზამს იმისათვის,რომ ცრემლი არ ჩამოგვივარდეს.

მაგრამ რეალურ ცოცხალ ურთიერთობებს ყოველთვის თან ახლავს ჩხუბი, ცრემლები, ისტერიკა და გიჟური ეჭვიანობის სცენები. ყველაზე მშვენიერ წყვილს შორისაც კი.

პრობლემა  ის არის,რომ ჩვენ გვსურს ზღაპრის პრინცესებივით ვიცხოვროთ, რასაც ხშირად იმედგაცრუებამდე მივყავართ. თუ ამას ნამდვილად დავიჯერებთ, შეიძლება სასტიკად მოვტყუვდეთ.

მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ ამქვეყნად ყველაფერი დამთავრებულია, ყველა მამაკაცი სასტიკია და ჩვენ კი წილად გვხვდა  დარდი და უბედურება. ყველაფერი პირიქითაა. უნდა გავაცნობიეროთ,რომ ყველა ჩვენი მოლოდინი ვერ გამართლდება და ის სტანდარტები,რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი იდეალური მამაკაცი, ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს.

დიახ, იდეალური მამაკაცი ნამდვილად არსებობს,მაგრამ ის განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ მულტფილმებსა და რომანტიკულ მელოდრამებში.

რა თქმა უნდა, პირველი შეხვედისას ის ყოველთვის ჩანს მიმზიდველი, განათლებული, თავაზიანი, მგრძნობიარე, მოვლილი, მოსიყვარულედა ერთგული. ის ყოველთვის მალევე პასუხობს შეტყობინებებს და ყველაფერი დეტალურად ახსოვს. ამას კი იმიტომ აკეთებს,რომ მასაც მოვწონვართ და არ სურს შანსის ხელიდან გაშვება.

როდესაც ჩვენ სიყვარულში უფრო მეტად თავდაჯერებულები ვხდებით,ყველაფერი თანდათან იცვლება. ჩვენ ღრუბლებიდან ვეშვებით, რომ გავხდეთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ: ჩვეულებრივი ადამიანები ღირსებებითა და ნაკლოვანებებით.

პირღია გვძინავს, შესაძლოა ვხვრინავთ კიდეც. დილით თმა გაჩეჩილი გვაქვს და პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოგვდის, ჩვენ არ ვართ ხასიათზე და წვრილმანებზე ვბრაზდებით, ის კი მაგრად აჯახუნებს კარებს და უნიტაზის სახურავს თავახდილს ტოვებს. ჩვენ გვავიწყდება სავარცხლის გასუფთავება, მას კი-ჭურჭლის დარეცხვა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება,რომ არავინ არ არის სრულყოფილი და  ძალიან დამღლელია მუდმივად ილუზიებით ცხოვრება.

და ბოლოს, როდესაც ვხედავთ შრეკს,რომელიც ჩვენს პრინცში იმალება,ჩვენ ვრჩებით არჩევანის წინაშე: შევიყვაროთ,თუ არა.  სწორედ ამ მომენტში ჩვენ ან იმედგაცრუებული ვრჩებით, ან გვიყვარდება თავდავიწყებით და  გვეწვევა ის ნამდვილი სიყვარული, რომელიც უფრო ღრმაა ვიდრე ის ილუზია,რომელშიც აქამდე ვცხოვრობდით.

დიახ, მშვენიერ პრინცს შეუძლება წამიერად დაავიწყდეს ჩვენ მიერ ახლახანს ნათქვამი სიტყვები ან წვრილმანებზე კამათის გამო გვატიროს.

მაგრამ სწორედ ის, რასაც ჩვენ ნაკლოვანებად ვთვლით, შეიძლება იყოს “იდეალური” ადამიანის განუყოფელი ნაწილი: მას ჩვენ მთელი გულით ვუყვარვართ, მიუხედავად იმისა, რომ ღამით გვართმევს საბანს, იცინის სულელურ კომედიებზე და ყრის ჩიფსებს.

სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას:

1.იდეალური მამაკაცი-არ არის მუდამ მომღიმარი და მოწესრიგებული მანეკენი,რომელსაც ხელში საჩუქარი უჭირავს.

2. იდეალური მამაკაცი-არის ის, ვისაც შეუძლია სიყვარული ყოველდღიურად გამოხატოს, თუმცა შეიძლება წლიდან წლამდე  გაცნობის თარიღი დაავიწყდეს.

3. ეს არის ის, ვინც კამათის შემდეგ, ყოველგვარი შეხსენების გარეშე დარეცხავს ჭურჭელს,რათა გააქარწყლოს ჩვენი წყენა.

4. ეს არის ის, ვინც ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე გკოცნის და საღამოს, ფილმის ყურებისას შენს მკერდზე ჩაეძინება.

5.  ეს არის ის, ვინც გვახსენებს დავიხუროთ ქუდი, რადგან გარეთ აგრილდა.

6. ეს არის ის, ვინც მოგვართმევს ყავას და მოგვიმზადებს ბუტერბროტს, როდესაც ჩვენ კომპიუტერთან ვმუშაობთ ან უბრალოდ დაღლილები ვართ.

7. ეს არის ის, ვისთანაც საათობით ისაუბრებ და იცინებ უცნაურ ამბებზე.

ყოველი ჩვენგანისათვის იდეალური მამაკაცი განსხვავებულია. იდეალური მამაკაცის მოდელი არ არსებობს. შეიძლება ითვქას მხოლოდ ის,რომ ასეთი ადამიანი არის ის, ვინც ჩვენ შეგვეფერება თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით.

გირჩევთ გაითვალისწინოთ ეს რეალობა, კარგად დაფიქრდეთ,რათა ხელიდან არ გაუშვათ თქვენთვის იდეალური ადამიანი.

კომენტარები: