,

10 ფილმი, სადაც მსახიობებს ნამდვილად უყვართ ერთმანეთი

გთავაზობთ ფილმებს, რომლებშიც მსახიობები არ განასახიერებდნენ რომანტიკულ ურთიერთობებს, არამედ სრულიად გულწრფელები იყვნენ გრძნობებში.

ჯილი / GIGLI

25570815-15-1485374993-650-2035404258-1486028538

ლერი ჯილი დაბალი რანგის განგსტერია, რომელსაც დავალებული აქვს დიდი ძალაუფლების მქონე რაიონული პროკურორის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმის გატაცება, რადგან მათი მაფიის ბოსი ციხეში ჩაჯდომის საშიშროების წინაშე დგას. ჯილი ბიჭს ადვილად დაიყოლიებს და უპრობლემოდ წაიყვანს თავისთან, იმ პირობით, რომ ჯილი მას შემდეგ “მაშველების” სანახავად წაიყვანს.ყველაფრის მიუხედავად ბოსი მას მაინც არ ენდობა და ამიტომ სპეციალურად დაიქირავებს ქალს სახელად რიკი, რომელიც მას უთვალთვალებს.

თუმცა იცოდა თუ არა “ჯილი” რომ ეს სიმპატიური ბიჭი ნამდვილად შეუყვარდებოდა?

ვიკი, კრისტინა, ბარსელონა / VICKY CRISTINA BARCELONA

25571165-010_A7A12130_154_opt-696x479-1485375058-650-c86f50d89d-1486028538

ზაფხულის არდადეგებზე ესპანეთში ყოფნისას, ორ მეგობარ გოგონას ერთიდაიგივე მხატვარი შეუყვარდებათ და არც კი ეჭვობენ, რომ სადაცაა მხატვრის ყოფილი მეუღლე გამოჩნდება, რომელთანაც მას მგზნებარე ურთიერთობა აკავშირებს.

ბოროტი თამაშები / CRUEL INTENTIONS

25571615-cruel_int_2012-02-21_v_151527-1485375111-650-2035404258-1486028538

ქეთრინი და სებასტიანი ნიძლავს დებენ: თუ სებასტიანი შეძლებს უკარება ანეტის მოხიბლვას, ქეთრინი მას ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სებასტიანმა მას თავისი მანქანა უნდა დაუთმოს.

ბინა / THE APARTMENT

25570965-0oX9l-1485375195-650-8a551d48d3-1486028538

სტილისტიკურის სასპენსის ფილმი დაძაბულობის ეფექტებზე აგებული არაორდინალური მისტერია. მაქსი არის ფლეიბოი, რომელმაც გადაწვიტა გადასულიყო საცხოვრებლად მურელთან. მის საყვარელთან. თუმცა ბიზნეს მოგზაურობის დროს, ის თვალს მოკრავს და ტყვევდება თავისი დაკარგული სიყვარულის პოვნით. ის არჩევანის წინაშეა. ის ცდილობს ამოხსნას საიდუმლო დანიელის ცოლის სიკვდილის, მას იმედი აქვს, რომ ამით ლიზასთან დაახლოების.

რომის დღიური / THE RUM DIARY

25571265-img-1485375464-650-cec362d5df-1486028538

ნიუ-იურკის ხმაურიანი, გიჟური ცხოვრებისგან და ეზენჰაუერის დროინდელი ამერიკის ეპოქის თემების გარჩევისგან დაღლილი მოხეტიალე ჟურნალისტი პოლ კემპი პუერტო რიკოს ერთ-ერთ კუნძულზე მიემართება, სადაც სან-ხუანის ადგილობრივი გაზეთისთვის სტატია უნდა დაწეროს. აქ იგი მიმზიდველ ამერიკელ ქალს, შენოს და მის უძრავი ქონებით უკანონოდ მოვაჭრე საქმროს, სანდერსონს გაიცნობს. კემპი სწორედ აქ იპოვნის მის ნამდვილ მოწოდებას გახდეს მწერალი.

ნაბიჯი წინ / STEP UP

25571315-6a52ba5d-1c5b-4d99-bc06-686adf933c58-1485375487-650-f3fe2894da-1486028538

ნორა ბალერინაა, რომელიც ელიტურ სასწავლებელში სწავლობს, ტაილერი – ქუჩის მოცეკვავე. ნორას ოცნებები რომ აუხდეს ამისათვის იდეალური მოცეკვავე პარტნიორი ჭირდება, ტაილერს კი უბრალოდ შანსი, რომ თავის პოტენციალს რეალიზება გაუკეთოს. შემთხვევითი შეხვედრა მათ ცხოვრებას ცვლის.

ჭექა-ქუხილის დღეები / DAYS OF THUNDER

25570765-17-1485375628-650-94c2b937d2-1486028538

ვეტერანი მრბოლელის დახმარებით, ნიჭიერი მაგრამ გამოუცდელი კოულ თრიკლი თავადაც მრბოლელი ხდება. მას თავისი გუნდის წევრთან მუდმივი პაექრობა აქვს და როდესაც რბოლის დროს მათი მანქანები ერთმანეთს შეეჯახება, მისი კარიერა ეჭვის წვეშ დგება. შესაძლოა კოლი გამოჯანმრთელდეს და შიშსაც დაძლევს.

ალფი / ALFIE

25571515-f202a8e587350dbddb776c852d814b053028d5d8-1485375718-650-94c2b937d2-1486028538

მანჰეტენზე ლიმუზინის მძღოლად მომუშავე ალფის ულამაზესი ქალები ახვევია გარშემო, რომლებთანაც მხოლოდ თითო ღამის ურთიერთობები აქვს. მისი საუკეთესო მეგობრები, მისი კოლეგა მარლონი და მისი მეგობარი გოგონა ლონეტი არიან. ალფის მსუბუქი რომანი აქვს ლონეტთან რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს.

მისთერ და მისიზ სმითები / MR. & MRS. SMITH

25570865-1453388421-317311857-mister-i-missis-smit-kinoxxaru-1-1485375998-650-42e1d58329-1486028538

ჯონ და ჯეინ სმიტებისთვის ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ჯერ არ იცის, რომ ორივე მათგანი ერთნაირ გასაიდუმლოებულ სამსახურშია: ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ერთმანეთისთვის საქმიანობის დამალვა მათთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა, სანამ არ აღმოჩენდნენ, რომ ორივე მათგანის მორიგი დავალება ერთმანეთის მიზანში ამოღებაა. შეძლებენ თუ არა ისინი ამ მისიის შესრულებას?

ახალი ადამიანი-ობობა / THE AMAZING SPIDER-MAN

25571565-emma-stone-and-andrew-garfield-spiderman-kiss-i9-1485376049-650-2035404258-1486028538

ფილმის მთავარი გმირი, პიტერ პარკერი, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს დაიმკვისროს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. ერთხელ ის აღმოაჩენს საიდუმლო ჩემოდანს, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა და მიხვდება, რომ მისი მშობლები ასე უბრალოდ არ გამქრალა. ამის შემდეგ ის ცდილობს გამოიძიოს, თუ რა მოხდა წლების წინ

კომენტარები: