,

საკვების 5 კომბინაცია, რომელიც წონის დაკარგვაში დაგეხმარებათ

საკვების კომბინაცია არამარტო უგემრიელესს ხდის ამა თუ იმ კერძს, არამედ – საკმაოდ სასარგებლოც არის. იცოდით, რომ კონკრეტული პროდუქტების კომბინაცია თქვენი კუჭის მოქმედებას არეგულირებს, გმატებთ ენერგიასა და გეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში.

1. ბოსტნეული და მოხარშული კვერცხი

1

კვლევების თანახმად, კვერცხი გეხმარებათ კაროტინოიდების (პიგმენტები, რომლებიც ფერს აძლევენ ბოსტნეულს) შეწოვაში. კაროტინოიდები კი არამარტო წონის დაკლებაში იღებენ მონაწილეობას არამედ გვიცავენ მხედველობის დაკარგვისგან და კიბოს უჯრედების წარმოშობისგან. ამიტომ როდესაც ბოსტნეულის სალათის მირთმევას დაიწყებთ არ დაგავიწყდეთ კვერცხი.

2. თინუსი + ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი)

2

ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) იცავს კუჭს ანთებისგან.  თინუსი კი შეიცავს Omega-3-ს, რომელიც თავის მხრივ უშლის ხელს ქონს დაგროვებაში. იდეალური კომბინაციაა თუ გსურთ წონაში დაკლება.

3. ისპანახი და ავოკადოს ზეთი

3

ეს კომბინაცია კი ხელს შეუშლის თქვენს მადას და ასევე ავოკადო შეიცავს ისეთ ვიტამინებს როგორიცაა B და E. შპინატი კი საკმაოდ დაბალ კალორიულია.

4. ნესვი და წითელი ყურძენი

4

ნესვი არის დიურეტიკული საშუალება, შესაბამისად ორგანიზმს ეხმარება სითხის გამოყვანაში, ყურძენი კი – გეხმარებათ ცხიმის მოცილებაში.

5. ყავა და დარიჩინი

5

დარიჩინი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, ხოლო ყავა ამცირებს მადას. ასე რომ, თუ წონაში დაკლება გსურთა, არაფერია იმაზე უკეთესი, დილა ყავითა და დარიჩინით დაიწყოთ.

ამასთანავე, დარიჩინს სხვა უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს:

  • აჩქარებს ორგანიზმში მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს გახდომაში.
  • არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
  • ამცირებს მუცლის შებერილობას.
  • აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს. (ყურადღებას, მახსოვრობასა და სიჩქარეს)
  • ებრძვის გაციებას, ასთმას, ბრონქიტსა და გრიპს

 

კომენტარები: