მომწონს

საოცრად გემრიელი შოკოლადის ძეხვი

საოცარია, მაგრამ უმარტივესი ინგრედიენტებისგან, ძალიან ხშირად, უგემრიელესი რამის მომზადებაა შესაძლებელი. ჩვენი დედები და ბებიები ამ წესს იყენებდნენ და ბავშვობაში გვანებივრებდნენ ყველასთვის კარგად ნაცნობი შოკოლადის ძეხვით.

Facts.ge-მ გადაწყვიტა შეგახსენოთ ეს წარმოუდგენლად გემრიელი დესერტი.

01sapirmo

მომზადება:

  1. დავფშვნათ ორცხობილა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცსაკეპი ან ბლენდერი)
  2. ერთმანეთში ავურიოთ კაკაო და შაქარი.
  3.  ნელ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, ჩავუმატოთ რძე და დავაყაროთ კაკაოში შერეული შაქარი. ცეცხლზე გავაჩეროთ მანამ, სანამ შაქარი მთლიანად არ დაიშლება და მასა არ გახდება ერთგვაროვანი, მაგრამ იქამდე უნდა გამოვრთოთ, სანამ მოიხარშება.
  4. შევურიოთ ორცხობილა ამ თხევად ნარევში მანამ,  სანამ არ გასქელდება.
  5.  მიღებული ცომით დავასხათ წინასწარ გაშლილ პერგამენტის ქაღალდზე და დავახვიოთ ძეხვის ფორმის მსგავსად.
  6. გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. (დაახლოებით 3 საათით).

      მიირთვით გემრიელად ჩაისთან და ყავასთან ერთად !

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

ყველა ქალაქი ლამაზია, თუ მას აკვარელით დავხატავთ

უგემრიელესი ხაჭოს გულები