,

შეუდარებელი გარეგნობის წესები სტილის ქალღმერთებისგან

როგორც გენიოსი ჯორჯო არმანი ამბობდა: “იყო ელეგანტური არ ნიშნავს, მოხვდე ადამიანებს თვალებში, არამედ დაამახსოვრდე გონებაში”. იმისთვის კი, რომ დაამახსოვრდეთ, საჭიროა იცოდეთ წესები, თუ როგორ მიაღწიოთ შეუდარებელ გარეგნობას.

Facts.ge დარწმუნებულია, რომ ამ ქალღმერთების რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ

ელიზაბედ ტეილორი

  • აარჩიეთ უბრალო კაბები: ტრაპეცია-ქვედაბოლო და ლამაზი დეკოლტე
  • არ შეგეშინდეთ ექსცენტრიულობის: ატარეთ ბეწვი, ყელსაბამები, გამოიყენეთ ბუმბული და სხვა აქსესუარები.
  • ატარეთ ფერადი და ნათელი ტანსაცმელი

ოდრი ჰეპბერნი

  • დაიცავით მთავარი წესი: “კარგად დააკვირდით საკუთარ თავს და იპოვნეთ ძლიერი მხარეები”.
  • უპირასტესობა მიანიჭეთ შავს, თეთრს, წითელს და ქვიშისფერ ტონებს.
  • ყოველდღიურად ატარეთ გამოყვანილი ქვედაბოლო მუხლამდე
  • არ დაგავიწყდეთ აქსესუარები: ეფექტური ჩანთა, გრძელი აბრეშუმის ხელთათმანები, ბრილიანტის მორთულობები, ქუდები.
  • ატარეთ ფეხსაცმელი საშუალო ქუსლით

მერლინ მონრო

  • მკვეთრი ტუჩები და ღიმილი- ყველა დროის ძირითადი წესია.
  • აარჩიეთ ქალური და სექსუალური კაბები pin up/new look სტილში.
  • ყოველდღიურად ჩაიცვით უბრალოდ: სვიტერი ქვედაბოლოსთან ერთად, მამაკაცური პერანგები
  • უპირატესობა გლუვ ნაჭრებს მიანიჭეთ. ფერები: შავი, ნაცრისფერი, თეთრი ან კრემისფერი
  • ატარეთ წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი

სოფი ლორენი

  • იმისთვის, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია მხოლოდ ხარისხიანი ნივთების არჩევა. გადაწყვიტეთ, რა გესაჭიროებათ და ეს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის შეიძინეთ.
  • ატარეთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ და გიხდებათ. ამ პოზიციას მიყევით მყარად. ზოგჯერ სხვების აზრი ხელს გვიშლის, სტილის პოვნაში.

ვივიენ ლი

  • შეარჩიეთ ბუნებრივი მაკიაჟი. აქცენტი გააკეთეთ წარბებსა და ტუჩებზე.
  • ატარეთ კომფორტული კოველდღიური ტანსაცმელი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ქალურობას: გამოყვანილი პიჯაკი, ლაკონიური, სწორი ქვედაბოლო მკაცრ მამაკაცურ პერანგთან შეხამებით.
  • ყველა ფერიდან უპირატესობა შავს მიანიჭეთ.
  • გამოიყენეთ აქსესუარები: ქუდი, ქამარი, ყელის მორთულობა, ანტიკვარული სამკაულები.

მონიკა ბელუჩი

  • აქცენტი ტანის მხოლოდ ერთ ნაწილზე გააკეთეთ: გამოაჩინეთ ფეხები და დამალეთ დეკოლტე ან პირიქით.
  • ფერები შეარჩიეთ ერთ ტონში
  • დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი ქალური იარაღი – მკვეთრი ტუჩსაცხი და გაშლილი თმაა.
  • ქვედაბოლოს ყველაზე კარგი სიგრძე- მუხლს ოდნავ ქვევით, ასე თქვენ გამოყოფთ ფეხების ფორმას.

ანჯელინა ჯოლი

  • ატარეთ შავი ფერი- ეს მომგებიანი ვარიანტია როგორც ყოველდღიურობაში, ისე სხვაგან.
  • ტუჩსაცხის ნაცვლად გამოიყენეთ ტუჩის ბლესკი.
  • ჩაიცვით ელეგანტურად ყოველდღე: შეუხამეთ ქვედაბოლოს ტოპები ერთ ტონში, სვიტერები.
  • ატარეთ რაც შეიძლება ნაკლები აქსესუარი

ნიკოლ კიდმანი

  • შეარჩიეთ მონოქრომული სქემა ტანსაცმლის კომპლექტის არჩევისას
  • ატარეთ გამოყვანილი ტანსაცმელი
  • კაბა-ფუტლიარი მეტ ქალურობას მოგანიჭებთ.

კომენტარები: