,

სიყვარულის საოცარი ისტორია! ეს სინამდვილეა!

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას გვქონია მომენტი, როცა ფილმში ნანახი სასიყვარულო ისტორია არარეალურად მოგვეჩვენა. მოემზადე, ეს ისტორია, მართლაც არარეალურს გავს, მაგრამ სინამდვილეა!

სიყვარული უძლიერესი გრძნობაა და მას ვერაფერი დაანგრევს – დროც კი. 95 წლის ალექსანდრემ და 96 წლის ჟანეტმა ერთად 75 წელი გაატარეს და მათი ნათანცხოვრების არცერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ არ ეთქვათ ერთმანეთისთვის – “მიყვარხარ”.

1 (1)

 

ერთმანეთი 8 წლის ასაკში გაიცნეს. მეგობრობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. ქორწილის შემდეგ ალექსანდრე ჯარში წავიდა, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი სარეკლამო კარიერა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი სან-დიეგოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჟანეტმაც იპოვა თავისი პროფესია და სტილისტობას შეუდგა.

2 (1)

სიბერის პირას მისულ ალექანდრეს, ახალი ჰობი – გოლფის თამაში გაუჩნდა და ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ ტრავმა მიიღო (თეძოს მოტეხილობა). მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ამის შემყურე ჟანეტმაც დაკარგა ცხოვრების ხალისი.

3 (1) 4 (1)

ალექსანდრემ ჩვენი სამყარო პირველმა დატოვა. «ნახე ყველაფერი ისეა, როგორც გინდოდა. ჩვენ ერთად ვართ. შენ ჩემს ხელებში გარდაიცვალე და მე შენ მიყვარხარ! დამელოდე, მალე მოვალ», — ჩუმად ჩარსჩურჩულა ჟანეტმა, ხოლო როდესაც ახლობლებმა უთხრეს, რომ 29 ივნისი იყო, მას სასიამოვნოდ გაუკვირდა, რადგან სწორედ ამ დღეს 75 წლის წინ მათი ქორწილი იყო… უკვე დილას ჟანეტიც აღარ იყო…

5 (1)

გისურვებთ იპოვოთ ისეთი სიყვარული, რომელსაც ვერაფერი დააშორებს, რომელიც ყველაფერზე ძლიერი, ლამაზი და ალალი იქნება. გიყვარდეთ ერთმანეთი და დააფასეთ ეს შესანიშნავი გრძნობა.

კომენტარები: