,

TED-ის 10 ლექცია, რომლებიც გამოგადგებათ ცხოვრებაში

TED-ს კონფერენციები არაჩვეულებრივი საშუალებაა, უსმინო სხვადასხვა ადამიანს. გამოცდილების გასაზიარებლად სცენაზე გამოდიან კოსმონავტები, მწერლები, მეცნიერები, მხატვრები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ყველა მათგანს აქვს თავისი ისტორია, რომელიც იმსახურებს, რომ მას მოუსმინონ.

Facts.ge-მ შეგიგროვათ 10 ლექცია, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრასა და მომავალი გეგმების დაწყობაში.

მეოცნებეების 5 მთავარი შეცდომა

გოგონა, რომელმაც ყველაფერს თვითონ მიაღწია, გვიყვება, თუ როგორ უნდა ვიოცნებოთ სწორად. ბელ პეშმა დატოვა მშობლიური ბრაზილია, რათა მოეწყო კარიერა და შემდეგ დაბრუნდა სახლში და იქაც ბევრ რამეს მიაღწია. ის გვირჩევს აღვნიშნოთ ყოველი გამარკვება და დავტკბეთ ცხოვრებით.

რატომ არ უნდა ვთვლიდეთ, რომ არ ვართ ლამაზები

ადვოკატი და Dove Self-Esteem Project-ის გლობალური დირექტორი მეგან რამზი საუბრობს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის სინდრომზე. ის აჩვენებს უამრავ ვიდეოს, სადაც მოზარდი გოგონები ინტერნეტში სვამენ კითხვებს საკუთარი გარეგნობის შესახებ. ნეგატიურმა კომენტარებმა შეიძლება დაუნგრიოს მათ სიცოცხლე.

როგორ იპოვოთ სამსახური, რომელსაც შეიყვარებთ


მოგზაურმა და მწერალმა სკოტ დინსმორმა დაარსა ოგანიზაცია “Live Your Legend”, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი მოწოდების პოვნაში. მან თვითონაც დაანება უინტერესო სამსახურს თავი. სკოტის ლექციამ შეიძლება მთლიანად შეგაცვლევინოთ ცხოვრება.

რა აბედნიერებს ადამიანებს


ფსიქიატრი რობერტ უოლდინგერი გვიზიარებს შედეგებს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კვლევის, რომელიც 75 წელიწადს გრძელდებოდა. მას უნდა ეპასუხა კითხვაზე – რა არის ბედნიერება? აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ფული, აღიარება და წარმატება, ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან მყარი ურთიერთობა.

როგორ ვიცხვროთ გატაცებებით ნებისმიერ ასაკში


ცხოვრება სულაც არ მთავრდება 50 წლის შემდეგ. ყოველთვის შეიძლება ყოველი დღე თავგადასავლებით აავსო. ამას ამტკიცებს საკუთარი გამოცდილებით 71 წლის მწერალი იზაბელ ალენდე.

როგორ არ გვეშინოდეს არაფრის


ცნობილი ასტრონავტი კრის ჰედფილდი გვეხმარება სხვანაირად შევხედოთ შიშს. ის ყვება, თუ როგორ დაბრმავდა კოსმოსში და სვამს კითხვას, ეჩვენებათ თუ არა ამის მერე დარბაზში მსხდომებს საკუთარი ფობიები ასე საშიშად.

რატომ არის ყოველი წიგნი საიდუმლო კარი


საბავშვო მწერალი მაკ ბარნეტი აღფრთოვანებულია თავისი პატარა მკითხველებით, რომლებსაც სჯერათ ზღაპრების. ის კითხულობს პატარა ბიჭის წერილს, გაგზავნილს ვეშაპისადმი და ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს სასწაულების.

ინტროვერტების ძალა


არ არის აუცილებელი იყო ექსტრავერტი, რათა დაიპყრო მსოფლიო. უნდა შეგეძლოს პოტენციალის რეალიზება. იურისტი სიუზან კეინი, რომელიც საკუთარ თავს “ჩუმ რევოლუციონერს” უწოდებს, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ნიჭიერები არიან ინტროვერტები.

საიდან იწყება ბედნიერება


ზოგი ადამიანი თვლის, რომ მადლიერება, ეს ბედნიერებითაა გამოწვეული. ბერი და მწერალი დევიდ სტეინდლ-რასტი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი პირიქითაა. მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შეიგრძნონ ბედნიერება, ვინც მადლიერია სიცოცხლის თითოეული წამისთვის.

ის, რაც გასწავლით, არ დანებდეთ


ჟურნალისტმა დიანა ნაიადიმ 64 წლის ასაკში აიხდინა ოცნება. მან იცურა 160 კილომეტრი კუბიდან ფლორიდამდე. მამაცი ქალი  ყვება იმაზე, რომ ყოველთვის წინ უნდა ვიაროთ.

მოიწონეთ ჩვენი რესურსების გვერდი და გაიგეთ მეტი

კომენტარები: